FM97.5 / LIVE

ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“

მთავარისაზოგადოება 19.04.2016
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ფოტოკონკურსს.

კონკურსი ცხადდება სამ თემაზე:

ქალაქი და ადამიანები
ევროპისკენ
თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა

კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია ცალკეული თემის ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს სტუდენტების მხრიდან ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად: ქალაქების განვითარების პოლიტიკა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა.

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული.

გამარჯვებულებს თანაბრად დაუფინანსდებათ 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემათ 1000 ლარი.

საკონკურსო ნამუშევრებიდან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ორგანიზატორი, კომპანია „ანაგი“, რომელიც თავის რჩეულს გადასცემს პრიზს, საგზურს ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში.

გარდა ამისა, facebook like-ბის მიხედვით შეირჩევა 20 ფოტო, რომელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართება პროექტის დახურვისას.

გამოფენა-გაყიდვაზე გამოტანილი ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. facebook Like-ები გადამოწმდება ყველა ფოტოზე. არ შეირჩევა ის ფოტოები, რომელსაც ექნება საეჭვო გზით მოპოვებული Like-ები.

კონკურსში მონაწილეობის უფლება და წესები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ერთ ნომინაციაზე, ერთი მონაწილისგან დასაშვებია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც.

საკონკურსო ფოტომასალები მიიღება ელექტრონულად. შემდეგ ელ. ფოსტაზე: photokonkursi.anagi@gmail.com;

საკონკურსოდ გამოგზავნილ ფოტოს თან უნდა ახლდეს მოკლე აღწერა. საკონკურსო ფოტოსთან ერთად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თავისი სახელი, გვარი: ასაკი: საკონტაქტო ტელეფონი: სასწავლო უნივერსიტეტი/ პროფესია. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო კონკურსზე არ დაიშვება [კონკურსანტის პირადი ინფორმაცია, გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ ფოტოონკურსში დასაკონტაქტებლად].

პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან. დასაშვებია ფერის შეცვლა, ფოტოების მსუბუქი კორექტირება.

ყველა საკონკურსო ფოტო კვირაში ერთხელ აიტვირთება და გამოქვეყნდება ვებგვერდებზე – netgazeti.ge; ფოტოების გავრცელება მოხდება ასევე „ნეტგაზეთის“ ფეისბუქგვერდის საშუალებით.

გამარჯვებულს შეარჩევს 7-კაციანი სპეციალური ჟიური, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან და საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული.

მასალები შეფასდება კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრით, ხარისხით და შემოქმედებითი უნარით.

კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში ფოტოების ექსკლუზიურად გამოყენების უფლება ეკუთვნის პროექტის შემსრულებელ და დამკვეთ კომპანიებს. ფოტოები გამოყენებული იქნება შემსრულებლის ან/და დაკვეთის შეხედულებისამებრ. მაგ. განთავსდება ვებგვერდებზე, პოსტერებზე და სხვა პროდუქტებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა. კონკურსი დაიწყება 2016 წლის 20 აპრილს და საკონკურსო ფოტოების მიღება დასრულდება 2016 წლის 5 ივნისს.

გამარჯვებულის ვინაობა 2016 წლის 15 ივლისამდე გამოვლინდება.

გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდება პროექტის დახურვაზე.


პროექტის დახურვის ღონისძიებაზე მოწვეული იქნება კონკურსის ყველა მონაწილე. დახურვის ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორიდან.

კომპანია „ანაგი“ უკვე 27 წელია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მუშაობს და ამ ხნის მანძილზე არა ერთი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. წელს კომპანიის სოციალური პოლიტიკის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაა.

კომპანია „ანაგი“ კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: მობ.: 599 00 07 07; 599 29 93 13; 555 26 72 62

ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“

[Sknews.ge]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფოტოკონკურსი –' ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა'
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
ფოტოკონკურსი - მოქალაქე IN ACTION
ახალციხის მერია აცხადებს ფოტოკონკურსს -  'ჩემი თვალით დანახული ქალაქი'
სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
კონკურსი ახალგაზრდებისთვის „არჩევანი ჩემი უფლებაა“
ახალციხის  გამგეობა თავისუფალ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს