FM97.5 / LIVE

14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის სპეციალური დაწესებულება აშენდება

მთავარისამართალი 19.04.2016
14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის სრულიად ახალი ტიპის, სპეციალური დაწესებულება აშენდება, სადაც იმოქედებს სკოლა, პროფესიული სასწავლებელი და უცხო ენების კურსები.

14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის სპეციალური დაწესებულება აშენდება

სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით დაწესებულების პროექტი უკვე არსებობს და შესაბამისად მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება: „ყველა მსჯავრდებული ვინც 14-დან 21 წლამდე ასაკის იქნება აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსდება. ასაკის მიხედვით დიფერენცირება თავად დაწესებულებაშიც მოხდება. 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებს დაბალი ასაკის მსჯავრდებულებთან შეხება არ ექნებათ, ისინი სხვადასხვა ფლიგელში განთავსდებიან, თუმცა მიდგომა იქნება ერთი - დაწესებულებაში იმოქმედებს სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, უცხო ენების კურსები და ა.შ. მათ მიეცემათ საშუალება დაწესებულებიდან ნორმალური განათლებით გამოვიდნენ“.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, სრულიად ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა იგეგმება, სადაც დაბალი რისკის მსჯავრდებულები განთავსდებიან, რომლებსაც სასჯელის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი. აღნიშნული დაწესებულება მსჯავრდებულებს თავისუფლებისთვის მოამზადებს და თავად დაწესებულების სახელწოდებაც სწორედ ასეთი იქნება - გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება.

„მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაბალი რიკსი დაუდგინდებათ და სასჯელის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი, ახალი ტიპის დაწესებულებაში მოთავსდებიან. იმუშავებს საამქრო და მათ კონკრეტული ხელობის დაუფლების შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები გარეთ დასაქმდების შემთხვევაში შეძლებენ დაწესებულების ყოველდღიურად დატოვებას და სამსახურში მისვლას, დღის ბოლოს კი უკან დაბრუნდებიან. ამით მათ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირების საშუალება მიეცემათ“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

[sknews.ge]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას თხოვს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს
საქართველოში არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა ინერგება
20 იანვარს ახალციხეში ვიდეოპაემნის სერვისი უფასო იქნება
სად აიკრძალება კანაფისა და მარიხუანას მოხმარება
საპატიმრო დაწესებულებებში ვიდეო-პაემანი უფასო გახდება
ვალეს ახალი სამედიცინო დაწესებულება ექნება