FM97.5 / LIVE

ავარიის დროს დაშავებული ტრაილერის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია

მთავარისამართალი » შემთხვევა 18.04.2016
ახალციხე–ახალქალაქის სავტომობილო გზაზე, სოფელ რუსთავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული თურქეთის მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია.

ავარიის დროს დაშავებული ტრაილერის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია

კლინიკა „იმედი“–ს ინფორმაციით, დაშავებული თურქეთის მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში აცხადებენ, რომ შუახნის მამაკაცს სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

დაშავებულის მკურნალი ექიმის კობა გრიგალაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა პაციენტს ნევროლოგიური და კომპიუტერული კვლევის ჩატარება ესაჭიროება.

„პაციენტი უკვე კონტაქტურია და შემთხევის შესახებ საუბრობს. მისი ახლობლები ამბობენ, რომ თურქეთში გადაიყვანენ და იქ გააგრძელებენ დაშავებულის მკურნალობას“,–ამბობს კლინიკა „იმედის“ ქირურგი კობა გრიგალაშვილი.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 17 აპრილს, ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, სოფელ რუსთავთან მოხდა. სატვირთო ავტომობილი მოსახვევში ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაშავდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე ტრაილერი ამოტრიალდა [Photo]
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ავარიის შედეგად დაზარალებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მოქალაქე დაშავდა