FM97.5 / LIVE

მტკვარმა კლება დაიწყო, თუმცა, ადგილზე მაშველები მაინც რჩებიან

მთავარისაზოგადოება 18.04.2016
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მტკვრის დონის მაქსიმუმი 16 აპრილს დაფიქსირდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ წყლის ხარჯი ნელ–ნელა მცირდება.

მტკვარმა კლება დაიწყო, თუმცა, ადგილზე მაშველები მაინც რჩებიან

მტკვარზე დაკვირვებას, გარემოს დაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მტკვრის მაქსიმუმი 200 მეტრ კუბი წამში, 16 აპრილს, დაახლოებით, 17:30 საათზე დაფიქსირდა. ეს დონე შუაღამემდე შენარჩუნდა, 17 აპრილს გამთენიიდან კი წყალმა ნელ–ნელა კლება დაიწყო.

„200 მეტრ კუბი წამში საგანგაშო ხარჯი არ არის, ეს აპრილში ჩვეულებრივი რეჟიმია. უბრალოდ მატება სწრაფად მოხდა და მთავარი იყო მის ნაპირთან ახლოს არავინ ყოფილიყო. ამაზე კი მოსახლეობა გაფრთხილებული იყო და არც არაფერი მომხდარა“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა.

ამ დროისთვის ვითარება რომ სტაბილურია, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც გვიდასტურებენ: „პრევენციის მიზნით მაშველები მდინარის სანაპიროზე მაინც რჩებიან“.

ასპინძის მუნიციპალტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, წყლის დონის მატებას არაფერი დაუზიანებია: „მელიორაციის სამსახურის თანამშრომლები წყალსაქაჩებს აკვირდებოდნენ, რომ არ გაეფუჭებინა. პრობლემა არაფერზე შექმნილა“.

შეგახსენებთ, შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ რეჟიმზე 16 აპრილს, დილიდან გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის დონის მატების შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროდან მიიღო. გარემოს დაცვის სამინისტროს კი მოსალოდნელ წყალუხვობაზე თურქულმა მხარემ აცნობა.

ვითარების გასაცნობად საქართველო–თურქეთის საზღვართან სოფელ მირაშხანში გარემოს დაცვის მისნიტრის მოადგილე თემურ მურღულია გუშინ, 16 აპრილს, გვიან ღამით ჩავიდა.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მტკვარზე წყლის დონის ავტომატურ მზომს აყენებენ
მტკვარზე დაკვირვების საგანგებო რეჟიმი მოიხსნა
როდის მიაღწია მტკვრის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს
მტკვრის შესაძლო ადიდების გამო ასპინძაში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ჩამოდის
ასპინძაში მტკვრის ადიდების საფრთხეს გამორიცხავენ, თუმცა, ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
ასპინძაში მტკვრის დონეს აკვირდებიან
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ბორჯომის ხანძარზე