FM97.5 / LIVE

პირველ სკოლაში საცეკვაო დარბაზის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.04.2016
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში საცეკვაო დარბაზის მოთხოვნით ქორეოგრაფიული ანსამბლი „მესხეთი“ მშობლების ხელმოწერებს აგროვებს.

პირველ სკოლაში საცეკვაო დარბაზის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
ხელმოწერების შეგროვება, გუშინ, 16 აპრილს დაიწყო.

„ისევ იმ დარბაზში გვინდა დავბრუნდეთ, სადაც სკოლაში რემონტის დაწყებამდე ვცეკვავდით“, – ამბობს ანსამბლის ხელმძღვანელი ლევან ქიმერიძე.

მისი თქმით, „მესხეთში“ მოცეკვავე 400 ბავშვიდან, 250–ზე მეტი პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. ამიტომ მათთვის ანსამბლის სკოლში დარჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: „ეს ბავშვები მეცადინეობაზე გაკვეთილების შემდეგ შემოდიან“.

ანსამბლში მოცეკვავე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციისთვის ეს საკითხი სულ ერთი არ უნდა იყოს: „აქ ჩვენი შვილებიც რომ არ ცეკვავდნენ, ამდენი წელია სკოლას ანსამბლი ჰყავს და დარბაზის გამო ახლა არ უნდა დაკარგოს“.

მათი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს სკოლისა და ცეკვის გაკვეთილები ერთ სივრცეში უტარდებათ: „პირველ და მეორე კლასელებს გაკვეთილების შემდეგ ჩვენი სკოლაში მისვლა და ცეკვაზე წაყვანა არ სჭირდებათ. იმ მშობელს, ვისაც სამსახურის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, შუადღით დრო არ აქვს, რომ ბავშვი ცეკვაზე წაიყვანოს, ალბათ დაატოვებინებს ანსამბლს“.

მშობლებისა და ლევან ქიმერიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც ხელმოწერები შეგროვდება, მას წარადგენენ ყველა უწყებაში, სადაც ამის საჭიროება იქნება.

შეგახსენებთ, საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ანსამბლმა სკოლა დატოვოს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. დარბაზში, რომელშიც ამ დრომდე „მესხეთი“ ცეკვავდა, სკოლის რემონტის დასრულების შემდეგ შესაძლოა ადმინისტრაციამ საკონფერენციოდ გამოიყენოს.

სკოლის დირექცია ანსამბლს სამეცადინოდ სპორტ დარბაზსა და სასწავლებლის ფოეის სთავაზობს, თუმცა ქიმერიძე ირწმუნება, რომ არც ერთი და არც მეორე სამუშაოდ არ გამოდგება. აქ აკუსტიკა იქნება და ბავშვებს რიტმი აერევათ.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2020 სომხეთში კოვიდინფიცირების 289 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

26.05.2020 არალი-წარბასთუმნის გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ-ნახევარი დაიხარჯება

26.05.2020 Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ანსამბლი „მესხეთი“ გარემონტებულ პირველ სკოლაში დაბრუნდა
გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს
ახალციხის  პირველ სკოლას საცეკვაო დარბაზი და სასადილო არ ექნება
ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს
ანსამბლ ‘მესხეთის’ მოცეკვავეებს მეცადინეობისთვის გამოცვლა ეზოში უხდებათ
ანსამბლი ‘მესხეთი’ ფილარმონიაში სოლო კონცერტს გამართავს
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ