FM97.5 / LIVE

პირი, რომელიც ავტომანქანით ქალს დაეჯახა დაჯარიმდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 15.04.2016
ავტომანქანის მძღოლის ვინაობა, რომელმაც ახალციხის ცენტრალურ პარკთან ქალს დაარტყა, დადგენილია. შსს–ს ინფორმაციით, მძღოლი ჯარიმას გადაიხდის.

პირი, რომელიც ავტომანქანით ქალს დაეჯახა დაჯარიმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ავტომანქანის მძღოლის ვინაობა რამდენიმესაათიანი სამძებრო მოქმედებების შემდეგ დაადგინეს.

როგორც შსს–ში განმარტავენ, მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123–ე მუხლის 1–ლი და 125–ე მუხლის მე–10 ნაწილის შესაბამისად. ავტომანქანა „ფორდ სკორპიოს“ მძღოლი ჯარიმის სახით 550 ლარს გადაიხდის.

123–ე მუხლი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებას ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ეს მუხლი იწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით. 125–ე კი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რაც იწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 15 აპრილს, 14:00 საათზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ცენტრალურ პარკთან 70 წლამდე ასაკის ქალს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა. შემთხვევის შედეგად ქალმა მკლავის ტრავმა მიიღო. მას დახმარება სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა აღმოუჩინა. დაშავებულს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომანქანა დაეჯახა
აწყურში ტრაილერი გადაბრუნდა
დვირთან ტრაილერი გადაბრუნდა
რა შემთხვევაში დაგაჯარიმებთ პატრული 200 ლარით – შსს–ს განმარტება
ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურიანში
მძღოლს, რომელიც ახალციხის გამგებელს დაეჯახა, დააჯარიმებენ
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს მართვის უფლება ჩამოერთვა