FM97.5 / LIVE

გამგებელმა მოადგილეებს ფუნქციები გადაუნაწილა

მთავარიპოლიტიკა 14.12.2012
თამარ გოგოლაძე - ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ავთანდილ თელიაშვილი - ადმინისტრაციული, იურიდიული და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; ზაზა ხუციშვილი - კულტურა, განათლება, სპორტი, ახალგაზრდები, ასევე სოფლის მეურნეობა - გამგებელმა მოადგილეებს ფუნქციები გადაუნაწილა

გამგებელმა მოადგილეებს ფუნქციები გადაუნაწილა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა მოადგილეები ოფიციალურად სამშაბათს დანიშნა. დღეს კი მედიის წარმომადგენლებს თითოეული მოადგილიის უფლება-მოავალეობები დეტალურად გააცნო.

გამგებელმა მოადგილეებს ფუნქციები გადაუნაწილა ბესიკ ხითარიშვილის თქმით, ავთანდილ თელიაშვილი კურირებას გაუწევს ადმინისტრაციულ, იურიდიულ და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურებს, ასევე, რწმუნებულების გარკვეულ კატეგორიას.

”მდგომარეობა შესწავლილი გვაქვს სამსახურების მიხედვით, ანგარიშების ჩაბარების პროცესში ვართ. ახლა ვმუშაობთ ნარჩენი საფინანსო დავალიენებებისა თუ შესრულების საკითხებზე, - ამბობს ავთანდილ თელიაშვილი და ამატებს, რომ დაგეგმილია საინიციატივი ჯგუფებისა და ინფორმაციული ბანკის ჩამოყალიბება, - ეგრეთ წოდებული უხუცესთა საბჭოს ჩამოყალიბებას ვაპირებთ, რაიონში არსებული ინტელექტის გამოყენება გვინდა”.

გამგებელმა მოადგილეებს ფუნქციები გადაუნაწილათამარ გოგოლაძეს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორობა დაევალა.

”შევთანხმდით, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით გუნდური პრინციპით ვიმუშავებთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მოგეხსენებათ, რომ ახლა წლის ბოლოა, ამიტომ ვითხოვთ ანგარიშებს, ვეცნობით სტრუქტურებს, მომსახურე პერსონალს. თუმცა, პარალელურად ხდება ინტენსიური შეხვედრა მოსახლეობასთან, რომლებიც საკუთარ პრობლემებს გვაცნობენ. ჩვენ ამ ყველაფერს ვეცნობით იმისთვის, რომ შევემზადოთ მომავალი წლისთვის”, ამბობს გოგოლაძე.

გამგებელმა მოადგილეებს ფუნქციები გადაუნაწილა ზაზა ხუციშვილი კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს გაუწევს კურირებას. ასევე, რწმუნებულების მეორე ნაწილს. გარდა ამისა, ხუციშვილი სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც იმუშავებს.

”უკვე გავეცანით ამ სამსახურებს, ანგარიშები ჩაგვაბარეს სამსახურის უფროსებმა და სამომავლო გეგმებს ნელ-ნელა ჩამოვაყალიბებთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, ”ქართული ოცნების” პროგრამაც შესასრულებელია. რაც შეეხება კულტურას და განათლებას, ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურად არის და თუ არ გავაუმჯობესეთ, ცუდად ნამდვილად არ გვექნება საქმე”, - განმარტავს ზაზა ხუციშვილი.

ბესიკ ხითარიშვილის თქმით, მოადგილეებს ფუნქციები კომპეტენციების მიხედვით გადაუნაწილდათ.

”თავისთავად ცხადია, იმ მიმართულებებში, რაც დაევალათ, ისინი ძალიან კარგად არიან გარკვეული”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
გამგებელმა მოადგილე შეცვალა
გამგებლის მოადგილეების ბეგ-ისტორია და სამომავლო გეგმები
ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
სოფლის რწმუნებულებს 'ნაგავსაყრელების' მოწესრიგება დაევალათ
ახალციხის გამგეობაში მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იმსჯელეს
ახალციხის  მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა