FM97.5 / LIVE

’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”

მთავარიპოლიტიკა 14.12.2012
ადიგენის მნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციას ”ქართული ოცნება- რესპუბლიკელები” კიდევ ორი წევრი შეემეტა. ფრაქციაში ამბობენ, რომ უმრავლესობის მიღწევის შემთხვევაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავენ

’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
ამ დროისათვის ფრაქცია ”ქართული ოცნება- რესპუბლიკელები” ექვსი წევრით განისაზღვრება. ფრაქციის თავმჯდომარე თამაზ ხოზრევანიძე ამბობს, რომ ფრაქციაში გაწევრიანების სურვილით, საკრებულოს სხდომაზე, ფრაქციის დარეგისტრირების შემდეგ, სამმა დეპუტატმა მიმართა. ჯამში ფრაქციაში ექვსი დეპუტატია გაწევრიანებული.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, უმრავლესობის მიღწევის შემთხვევაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავენ: ”23 დეპუტატიც რომ გაწევრიანდეს ფრაქციაში, საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძეა. იგი ამ პოსტზე 2010 წლის 18 ივნისს აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის მიღწევის შემთხვევაში ფრაქციის წევრებს უფლება აქვთ მოითხოვონ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება. სწორედ ამ გზით გადაირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე ახალციხეში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო კომისიას ფრაქციამ ”ქართული ოცნება- რესპუბლიკელები” განცხადებით 21 ნოემბერს მიმართა. ფრაქცია ოფიციალურად 3 დეკემბერს დარეგისტრირდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 24 დეპუტატია.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა
ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს წინააღმდეგ მეორე საჩივარს ამზადებს
ადიგენის საკრებულოში ფრაქციის შექმნაზე სამი განაცხადი შევიდა
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
ახალციხის საკრებულოს ორი ფრაქცია დაემატა
ასპინძის თვითმმართველობაში ჯერ ”ნაციონალები” რჩებიან
’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს