FM97.5 / LIVE

NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის

მთავარისაზოგადოება 13.04.2016
NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ პარლამენტში გენდერული ბალანსი დაცული უნდა იყოს და დეპუტატთა შორის 50% ქალი უნდა იყოს, 50% კაცი. 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, კი, გენდერულ კვოტირებას მნიშვნელოვნად 6%–ის მეტი ადამიანი მიიჩნევს.

NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის

კითხვაზე, თქვენი აზრით, პარლამენტის 150 დეპუტატიდან რამდენია ქალი, 16% ფიქრობს რომ 10–მდე; 30%–ის აზრით პარლამენტში 11–20 ქალია; 21–დან 30–მდე ქალი ჰგონია საკანონმდებლო ორგანოში 14%–ს; 4% კი ფიქრობს, რომ პარლამენტში 31–40 ქალია. 32% კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება პარლამენტში ქალი და კაცი დეპუტატების გადანაწილებას, თუ 2014 წლის ოქტომბერში გამოკითხულთა 18% ფიქრობდა, რომ 10% ქალი და 90% კაცი უნდა იყოს, ახლა ასე შედარებით ნაკლები, 12% ფიქრობს. 30% ქალი და 70% კაცი დეპუტატი უნდა იყოს პარლამენტში, ასე ფიქრობს გამოკითხულთა 31%, მაშინ როცა ორი წლის წინ ასე 34% ფიქრობდა; 50% ქალი და 50% კაცი უნდა, ფიქრობს გამოკითხულთა 36%.

რაც შეეხება გენდერულ კვოტირებას, გამოკითხულთა 54% მნიშვნელოვნად მიიჩნევს გენდერული კვოტების შემოღებას (ამათგან 9%–სთვის კვოტირება ძალიან მნიშვნელოვანია, 45%–სთვის მნიშვნელოვანია); 34%–ის აზრით ეს უმნიშვნელოა (25% უმნიშვნელო, 9% სრულიად უმნიშვნელო); ხოლო 12%–ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

2 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვისთვისაც გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია, გაზრდილია. 2014 წლის ოქტომბრის კვლევის მიხედვით, კვოტირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევდა გამოკითხულთა 48%.

გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI
NDI: მოსახლეობის 23%–სთვის ლგბტ პირთა უფლებები მნიშვნელოვანია
NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ
NDI: ახალციხეში გამოკითხულთა ნახევარი მერიისა და საკრებულოს მუშაობით კმაყოფილია
NDI: 58%–მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი
NDI: გამოკითხულთა 63%-ის აზრით, კრიმინალის დონე გაიზარდა
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფციაა – NDI