FM97.5 / LIVE

NDI: 66% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია

მთავარიეკონომიკა 11.04.2016
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. მათგან უმეტესობას ამ მდგომარეობის გამომწვევ მიზეზად ხელისუფლების შეცდომები მიაჩნია.

NDI: 66% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია

უფრო კონკრეტულად, იმ 66%–დან, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, 26% ფიქრობს ეს მდგომარება „ძალიან ცუდია“, 40% კი მიიჩნევს, რომ „ცუდია“.

რაც შეეხება გეოგრაფიულ გადანაწილებას, როგორც ჩანს, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს განსაკუთრებით მძაფრად ქალაქებში აღიქვამენ. ქალაქებში მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ ქვეყანას კარგი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, 77% კი ამბობს, რომ ცუდი მდგომარეობა აქვს. სოფლად ეკონომიკის მდგომარეობა მოსწონს 2%–ს და უკმაყოფილოა 61%.

ქვეყის ეკონომიკური მდგომარეობას საშუალოდ აფასებს გამოკითხულთა 29%. (ქალაქში 20%, სოფლად კი 34%).

რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებებს, 8% ფიქრობს, რომ მდგომარეობა კარგია, 47%–ის აზრით ეს მდგომარეობა შეესაბამება საშუალო მაჩვენებელს, 35% კი ფიქრობს, რომ ცუდია.

NDI: 66% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია

მათგან, ვინც ეკონომიკა შეაფასა „ცუდ“ ან „ძალიან ცუდ“ მაჩვენებელზე, 81% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური პრობლემების გამომწვევი არის ახლანდელი ხელისუფლების შეცდომები, 59% ფიქრობს, რომ მიზეზი არის წინა მთავრობის შეცდომები და 53%–ს მიაჩნია, რომ მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია.

გამოკითხულთა მხოლოდ 1% ელოდება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუმჯობესდება, 19% ფიქრობს, რომ ნაწილობრივ გაუმჯობესდება, იგივე დარჩება 48%–სთვის, ნაწილობრივ გაუარესებას ელოდება 13%, ძალიან გაუარესების მოლოდინშია 4%, 16%–ს კი წინასწარი პროგნოზი არ აქვს.

ამავე კვლევის მიხედვით, გასულ თვეში ოჯახების უმეტესობის საშუალო შემოსავალი იყო 261–დან 400 ლარამდე (24%), 151–260 ლარი იყო 20%–ის შემოსავალი, 401–დან 800 ლარამდე ჰქონდა 18%–ს, 801–დან 1200 ლარამდე – 7%–ს და 1200 ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა მხოლოდ 3%–ს.

კითხვაზე, თქვენს ოჯახს, რომ მოულოდნელად დასჭირდეს უპროცენტოდ 300 ლარის სესხება, შეძლებთ თუ არა, 31% ფიქრობს რომ შეძლებს, 61% ამბობს, რომ ვერ შეძლებს და 4%–მა არ იცის.

NDI: 66% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია

საზოგადოების განწყობის შესახებ NDI-ს კვლევა დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნდა. კვლევა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ტარდებოდა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნის მასშტაბით 3900 ინტერვიუერი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,6%–ია. კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) მიერაა დაფინანსებული.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

NDI: გამოკითხულთა 4% ფიქრობს, რომ ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა
მომდევნო ერთ წელიწადში მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება გამოკითხულთა 23% –NDI
2012 წლის არჩევნების შემდეგ, უმცირესობათა დასახლებებში ‘უკეთეს მდგომარეობაში’ მხოლოდ 8%–ია
ქვეყანის სამი მთავარი პრობლემა NDI-ს კვლევის მიხედვით
NDI: სოფლად ყველაზე მეტად  გზები და გაზმომარაგება აწუხებთ
NDI: უმცირესობათა დასახლებაში 12% პროდასავლურ კურსს ემხრობა, 20%  პრორუსულს
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის