FM97.5 / LIVE

NDI: უმცირესობათა დასახლებაში 12% პროდასავლურ კურსს ემხრობა, 20% პრორუსულს

მთავარიპოლიტიკა 11.04.2016
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს კურსი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა, უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც. საპირისპიროს ფიქრობენ უმცირესობათა დასახლებებში.

NDI: უმცირესობათა დასახლებაში 12% პროდასავლურ კურსს ემხრობა, 20%  პრორუსულს

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, 52% პასუხობს, რომ პროდასავლური, თუმცა ასევე ფიქრობს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც.

გამოკითხულთა 14% მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკა მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს, 16% კი აცხადებს, რომ კურსი პრორუსული უნდა იყოს, თუმცა კარგი ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს ევროკავშირთან და ნატოსთანაც.

გამოკითხულთა 5%–ის აზრით საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული. 11 % კი პასუხობს რომ არ იცის; 1 %-მა უარი თქვა კითხვაზე პასუხი გაეცა.

NDI: უმცირესობათა დასახლებაში 12% პროდასავლურ კურსს ემხრობა, 20%  პრორუსულს

საინტერესოა უმცირესობათა პასუხები, უმცირესობათა დასახლებებში პროდასავლურ მიმართულებას გამოკითხულთა 12% უჭერს მხარს, პრორუსულს კი 20%. 27% მიიჩნევს, რომ მიმართულება უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა, ქვეყანას უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, 25% კი ფიქფიქრობს, რომ კურსი პრორუსული უნდა იყოს, თუმცა კარგი ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს ევროკავშირთან და ნატოსთან. უმცირესობათა დასახლებებში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს 15%–ს.

საზოგადოების განწყობის შესახებ NDI-ს კვლევა დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნდა. კვლევა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ტარდებოდა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნის მასშტაბით 3900 ინტერვიუერი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,6%–ია.
კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) მიერაა დაფინანსებული.

NDI: უმცირესობათა დასახლებაში 12% პროდასავლურ კურსს ემხრობა, 20%  პრორუსულს

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გამოკითხულთა თითქმის მესამედი პრორუსული კურსის მომხრეა –  NDI
კვირის აქცენტი: პრორუსული განწყობები ახალციხეში [video]
NDI: ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ
2012 წლის არჩევნების შემდეგ, უმცირესობათა დასახლებებში ‘უკეთეს მდგომარეობაში’ მხოლოდ 8%–ია
ქვეყანის სამი მთავარი პრობლემა NDI-ს კვლევის მიხედვით
NDI: 66% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის