სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

9 აპრილის ღამე – მესხი დემონსტრანტების მოგონებები [Photo/Video]

მთავარისიახლე, ვიდეო 09.04.2017
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსულ ახალგაზრდებს შორის სამცხე–ჯავახეთის მცხოვრებლებიც იყვნენ. ყველა მათგანს საკუთარი ისტორია აქვს.

9 აპრილის ღამე – მესხი დემონსტრანტების მოგონებები [Photo/Video]

ახალციხელი ციალა ჯინჭველაძე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილ მშვიდობიან დემონსტრაციებში აქტიურად მონაწილეობდა. მაშინ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო.

1989 წლის 9 აპრილს, ტრაგედიის ღამეს უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად მაშინდელი მთვრობის სასახლის წინ იმყოფებოდა. დღემდე არ იცის, ვინ იყო ის მორაგბე, რომელმაც დარბევის დროს სიკვდილს გადაარჩინა.



9 აპრილს კიდევ ერთი მონაწილე დავით ფეიქრიშვილია.

სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი დემონსტრაციების ტალღას პირველივე დღიდან შეუერთდა, – ჯერ სამედიცინოს წინ გამართულ აქციებს, მოგვიანებით კი რუსთაველზე დაწყებულ პროტესტს.



ციალა ჯინჭველაძესა და დავით ფეიქრიშვილს "სამხრეთის კარიბჭე" პირადად შეხვდა. სამწუხაროდ, რედაქციამ ვერ მოახერხა დაკავშირებოდა ადიგენში მცხოვრებ გოდერძი კუბლაშვილს, რომელიც აპრილის 9 ტრაგედიას ფეისბუქის გვერდზე ასე ეხმაურება:

"დღეს 9 აპრილია..
27 წელი გავიდა...
ვისაც ჯერ კიდევ გვახსოვს და ვინც აქტიურად ვიყავით ჩართული ეროვნულ მოძრაობაში ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს.
მახსოვს,ჯერ კიდევ 88 წლის ნოემბრის აქციებიდან 9 აპრილამდე იმ ეროვნული სულის აღმაფრენა....
მახსოვს მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ მდგარი ორი პატარა ნაძვი,რომელთა ძირშიც ვიწექით ღამეები....
ვუსამძიმრებ იმ გარდაცვლილების ოჯახებს,სამწუხაროდ ისინი ვერ გადავარჩინეთ...
ეს იყო ჩვენი თაობის "დიდგორის" დასაწყისი"...

9 აპრილის ღამე – მესხი დემონსტრანტების მოგონებები [Photo/Video]
გოდერძი კუბლაშვილი

ტრაგედიის მონაწილეები იხსენებენ, რომ დემონსტრაციისას, დიდ ბანერზე გაკეთებული წარწერა – "სამცხე-ჯავახეთი" ნათლად ჩანდა, თუმცა ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თბილისში 9 აპრილის ღამეს სამცხე-ჯავახეთიდან, არავინ იცის.

დღეს, 9 აპრილს, 27 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის იმ მოვლენებიდან, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია, საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

9 აპრილი, ფოტოები არქივიდან

9 აპრილის ღამე – მესხი დემონსტრანტების მოგონებები [Photo/Video]

9 აპრილის ღამე – მესხი დემონსტრანტების მოგონებები [Photo/Video]

9 აპრილის ღამე – მესხი დემონსტრანტების მოგონებები [Photo/Video]

9 აპრილის ღამე – მესხი დემონსტრანტების მოგონებები [Photo/Video]

9 აპრილის ღამე – მესხი დემონსტრანტების მოგონებები [Photo/Video]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.02.2018 თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს

22.02.2018 სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა

21.02.2018 ‘ტაო’ VS ‘წყალტუბო’ – ახალციხეში რაგბის მატჩი შედგება

21.02.2018 სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა
27 წელი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან
ახალციხეში 1989  წლის  9 აპრილი გაიხსენეს
მესხეთში 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photos]
ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს
ადიგენსა და ასპინძაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]
აშშ–ს არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 1989 წლის 9 აპრილის შესახებ