სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის ერთ–ერთ ბარში პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა

მთავარისამართალი 08.04.2016
ბარ ‘არდაჰანში’ პოლიციამ 8 ქალი და 2 კაცი დააკავა. 9 მათგანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, 1 კი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. დაკავებულებები შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე საუბრობენ, შსს–ში ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ პოლიცია დაწესებულებაში ნარკოტიკს ეძებდა.

ახალციხის ერთ–ერთ ბარში პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა

შემთხვევა ახალციხე–ადიგენის გზაზე მდებარე ბარ „არდაჰანში“ ორი დღის წინ, 6 აპრილს, ღამით, დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა. როგორც ბარში მომუშავეები ყვებიან, ათამდე სამართალდამცველი მათთან ჩხრეკაზე შევიდა. იმ დროს „არდაჰანში“ 20–მდე ქალი და თურქეთის რამდენიმე მოქალაქე იყო.

„შემოვიდნენ, ნარკოტიკებია ობიექტში და უნდა შევამოწმოთო. როგორც ბარმენს, მთხოვეს ჩხრეკას დაესწარიო და დავყვებოდი ოთახებში. რესტორანში ვინც იყო, ქალი თუ კაცი, ყველა ერთ კედელზე ააყუდეს და გაჩხრიკეს“, – გვეუბნება ბარის თანამშრომელი.

იგი ირწმუნება, რომ პოლიციამ ვერაფერი იპოვა, შესაბამის ოქმზე ხელი მოაწერინა და ოქმის დასამოწმებლად პოლიციის რაიონულ სამმართველოში გაყოლა სთხოვა.

სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე ბარის სხვა თანამშრომელიც საუბრობს: „ახალციხეში ახალი ჩამოსული ვიყავი, ოთახში ვიწექი, ტელეფონზე ვლაპარაკობდი. პოლიციის თანამშრომლებმა კარი წიხლით შემომიმტვირეს და საპატრულო პოლიციაში წამიყვანეს“.

რაიონული სამმართველოს შენობაში სამართალდამცველებმა დაწესებულებაში მყოფი ყველა ადამიანი გადაიყვანეს, ბარი კი დალუქეს.

„გვითხრეს უნდა წამოხვიდეთო და რას ვიზამდით?!“ – გვეუბნებიან თანამშრომლები.

მათი ნაამბობის მიხედვით, პოლიციის შენობაში მისულები ნაწილი პირველ სართულზე დატოვეს, ნაწილი კი მეორე სართულზე, დასაკითხად აიყვანეს. ბარში მომუშავეები იმასაც ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე ახალგაზრდა გოგოს ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ანალიზი აუღეს.

„ერთ–ერთის ხმა მესმოდა პოლიციის ოთახიდან, სადაური ხარო, კახელიო, აი კახელი რომ ხარ, შენი დედაო. შეურაცხყოფა მეც მომაყენეს, დედა მაგინეს, – ამბობს ერთი მათგანი და ამატებს, – „ერთ–ერთი ქალი ადვოკატის დახმარებას ითხოვდა, ყვიროდა ადვოკატის გარეშე არაფერს ვიტყვიო, მაგრამ ვინ მიუყვანდა?“

სამმართველოს შენობა თორმეტმა ქალმა გამთენიისას, 04:30 საათზე დატოვა. 8 ქალი და 2 კაცი კი შენობაში დარჩნენ.

ათივე მათგანის წინააღმდეგ პოლიციამ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით აღძრა, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 3 მათგანს კი 166–ე მუხლს, წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

ათივე მათგანის სასამართლო პროცესი გუშინ, 7 აპრილს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, რვა ქალს 2–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი კაციდან ერთს 250–ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, ერთი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში 7 დღე დარჩება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ „არდაჰანში“ პოლიცია შეტყობინების საფუძველზე შევიდა. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერება ინახებოდა. უწყების განმარტებით, ბარიდან ამოღებული აბების შემადგენლობას ექსპერტიზა დაადგენს. ამ საქმეზე ძიება 260–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას ან გასაღებას გულისხმობს. რაც შეეხება არასათანადო მოპყრობას, შსს–ში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი გამორიცხულია.

ბარი „არდაჰანი“, რომელიც 6 აპრილის ღამეს დალუქეს, უკვე გახსნილია, თუმცა, მეპატრონე ჩივის, რომ იმ საღამოს გამო კლიენტები და შემოსავალი დაკარგა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბარ ‘არდაჰანში’ დაკავებული 8 ქალი გაათავისუფლეს
ბარ ‘არდაჰანში’ ნარკოტიკი არ აღმოჩნდა
ახალციხის ბარებიდან ქალები პოლიციაში გადაიყვანეს
რას ყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულები
ახალციხეში ლუდის ბარი გაქურდეს
რატომ მიიყვანეს 10–მდე არასრულწლოვანი პოლიციაში
ახალციხეში  ბარების დროებითი მფლობელები  პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ამხილეს