FM97.5 / LIVE

აპრილის თვიდან პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 05.04.2016
აპრილის თვიდან პედაგოგებს ხელფასი მოემატებათ. ანაზღაურების გაზრდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აპრილის თვიდან პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ხელფასის ზრდა პედაგოგთა სტაჟსა და აკადემიურ ხარისხზეა დამოკიდებული. აპრილის თვიდან მასწავლებლის საბაზო ანაზღაურება 50 ლარით გაიზრდება და 405 ლარი გახდება.

თუ პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს, მაშინ მის საბაზისო ხელფასს 405 ლარს, სრული დატვირთვის შემთხვევაში 180 ლარი დაემატება.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონეთათვის, სრული დატვირთვის შემთხვევაში, დანამატი 270 ლარით განისაზღვრება.

მენტორის სტატუსის მქონეთათვის კი სრული დატვირთვისას, დანამატი 400 ლარი იქნება.

აპრილის თვიდან პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

სამინისტროს ინფორმაციით, აპრილის ბოლოს პედაგოგები უკვე გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ მასწავლებლებს, უწყებაში განმარტავენ, რომ მათთვის 7 მილიონი ლარი ცალკეა გამოყოფილი და საბაზო ხელფასზე ისინი 35%–იან სახელფასო დანამატს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა ანაზღაურების სამეტაპიანი ზრდის პირველი ეტაპი 2015 წლის სექტემბერში განხორციელდა. საბაზისო ხელფასი 17%-ით გაიზარდა. მესამე ეტაპი კი 2017 წლის იანვრიდან იწყება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა
ახალიციხეში 100-მა მასწავლებელმა წამყვანი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო
2016 წლის აპრილიდან მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 600–700 ლარი იქნება
ოქტომბრისთვის დაპირებულ გაზრდილ ხელფასს დირექტორები დეკემბერში მიიღებენ
საჯარო სკოლების 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო
წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასები ეზრდებათ
მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება