FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველ სკოლას საცეკვაო დარბაზი და სასადილო არ ექნება

მთავარიეკონომიკა 04.04.2016
ახალციხის პირველ სკოლას რემონტის დასრულების შემდეგ, საცეკვაო დარბაზი და სასადილო აღარ ექნება. აქ არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ შესაძლოა სკოლა დატოვოს. საბოლოო გადაწყვეტილება სკოლის დირექციის მისაღებია.

ახალციხის  პირველ სკოლას საცეკვაო დარბაზი და სასადილო არ ექნება
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში „ბუფეტსაც“ არემონტებენ და საცეკვაო დარბაზსაც. თუმცა, იქ სადაც ამ დრომდე სასადილო იყო, კომპიუტერული კლასი მოეწყობა, საცეკვაო დარბაზი კი საკონფერენციო იქნება.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ მან ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო: „არ ვიცოდი თუ ასე იყო. ახალი დანიშნული ვიყავი დირექტორად და მაშინ დეტალებისთივს ყურადღება არ მიმიქცევია. საცეკვაო დარბაზზე კი ამ ბოლოს რომ იყვნენ ჩამოსულები, მაშინ გვითხრეს, მანდ ცეკვის დარბაზი აღარ იქნებაო. ეს ძალიან მოულოდნელი იყო“.

„მესხეთს“ შესაძლოა სკოლის დატოვება მოუხდეს

საცეკვაოდ 200–მდე ბავშვს, პირველი სკოლის დარბაზში რომ ვერ დააბრუნებს, ამის შესახებ ანსამბლ „მესხეთის“ ხელძღვანელმა ლევან ქიმერიძემაც მოგივანებით შეიტყო. ამიტომ ანსამბლმა, რომელიც პირველ სკოლასთან ოთხი ათეული წელია არსებობს, შესაძლოა სკოლა დატოვოს. ქიმერიძე ირწმუნება, რომ ალტერნატიული სივრცე, რომელსაც „მესხეთს“ სკოლაში სთავაზობენ, გამოუყენებელია.

„სპორტდარბაზს გვთავაზობენ, მაგრამ იქ აკუსტიკაა, ბავშვს რითმი და სათვალავი დაეკარგება, თორემ ფართის თვალსაზრისით, სადაც ვიყავით იმაზე დიდია და უკეთესია“, – ამბობს ლევან ქიმერიძე.

ახალციხის  პირველ სკოლას საცეკვაო დარბაზი და სასადილო არ ექნება

მისივე თქმით, ასევე შეუძლებელია მეცადინეობა მესამე სართულზე სკოლის ფოიეშიც: „ ამ ფართსაც გვთავაზობენ, მაგრამ მეცადინეობებს პირველ საათზე ვიწყებთ, გაკვეთილები კი სამზე სრულდება. გარდა ამისა, ღია სივრცეში ხალხი მოძრაობს და ბავშვებს ყურადღება გაეფანტებათ“.

ქიმერიძის თქმით, თუ შესაბამისი ფართი ვერ გამოიძებნა, ანსამლს სკოლის დატოვება მოუხდება: „იძულებული ვიქნები ქალაქის ცენტრში სადმე ვიქირაო ფართი და იქ გავაგრძელო მუშაობა“.

ანსამბლი ახალციხეში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნებშიც კონცერტებს პირველი საჯარო სკოლის სახელით მართავს. ცეკვის ანსამბლს სკოლისთვის რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამაზე დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაურიც საუბრობს: „თუ გინდა სკოლა წარმატებული იყოს, სახელოვანი მოცეკვავეები და სპორტსმენები უნდა გყავდეს“.

მოცეკვავეების სამეცადინოდ სკოლა აქამდე დარბაზს „მესხეთისთვის“ 100 ლარად აქირავებდა. ანსამბლს სკოლასთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.

ჟუჟუნა გოგოლაური აცხადებს, რომ დარბაზს, რომელიც საკონფერენციოდ რემონტდება ანსამბლს ვეღარ მიაქირავებს: „ამ დარბაზის არა, მაგრამ სპორტდარბაზის გაქირავების უფლება მქონია. თან სამი წელი კედელზე ლურსმანსაც კი ვერ მივაჭედებთ, ამ პროექტს ხუთი სამინისტრო აკონტროლებს, ასე რომ იმ დარბაზში მოხსნილ ძელებსაც ვერ მივამაგრებთ“.

მიუხედავად გოგოლუარის განცხადებისა, განათლების სამინსიტროში აცხადებენ, რომ რომელ დარბაზს გააქირავებს სკოლა, ეს თავად მისი გადასაწყვეტია. იქ სადაც სკოლის რემონტამდე ცეკვის მეცადინეობები ტარდებოდა, რემონტის დასრულების შემდეგაც მსგავსი აკრძალვა რომ არ არსებობს, ამაზე როგორც მშენებელი, ასევე დამკვეთი ორგანიზაცია საუბრობს.

„იქ იარუსები არ კეთდება, ასე რომ შეუძლიათ საცეკვაოდ გამოიყენონ. ეს მულტიფუნქციური დარბაზია“, – ამბობს ამბობს მშენებელი კომპანიის „ინტერ პლიუსის“ფინანსური დირექტორი ლექსო მათეშვილი.

საცეკვაო დარბაზი რომ რემონტდება და მისი გამოყენება სკოლას სურვილის მიხედვით შეუძლია, ამაზე საუბრობენ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებიც: „სკოლის რეაბილიტაცია ითვალისწინებს საცეკვაო ოთახის მოწყობას“.

თუმცა, დამკვეთიცა და მშენებელიც, გოგოლაურს იმაში ეთანხმებიან, რომ სკოლას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფრასტრუქტურული სამუშაობის განხორციელების უფლება არ აქვს.

„გაწეული ინვესტიციის შედეგების შეფასებისთივს აუცილბელია რომ არ მოხდეს უკვე რეაბილიტირებულ სკოლაში ახალი რეაბილიტაციის ჩატარება. ან ახალი ინფრასტრუქტურული კომპონენტების დამატება. ეს არ გამორიცხავს რეაბილიტირებულ სკოელბში მოვლა პატრონობისთვის გათვალსიწინებულ მცირედ სამუშაობს“, – ამბობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი.

ერთი წელი აქვს საგარანტიო ვადა მშენებელ ფირმას.

„ჩვენი მიზეზით თუ გაფუჭდება რაიმე ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ამ პერიოდში სკოლაში რაიმეს შეცვლის უფლება არ აქვთ“, – ამბობს ლექსო მათეშვილი და ამატებს, რომ „ინტერ პლუსის“ მიერ გარემონტებულ 60–ზე მეტ სკოლაში ცეკვის დარბაზი არსად გაუკეთებიათ – „ეს ხომ არ არის სამუსიკო სკოლა“.

რატომ არ ექნება გარემონტებულ სკოლას „ბუფეტი“

რაც შეეხება შეკთხვას, თუ რატომ არ ითვალისწინებს პროექტი სკოლაში სასადილოს მოწყობას ათასწლეულის გამოწვევის ფონდში გვპასუხობენ: „საქართველოში მისი მოწყობის სტანდარტი არ არსებობს. გვაქვს მხოლოდ 1986 წლიდან გადმოტანილი ნორმა, იქ კი დაზუსტებული ბევრი რამ არაა. ამიტომ ნებისმიერი დამხმარე, ან სარეკრეაციო ფართი, შეიძლება, რომ გამოყენებულ იქნეს მზა გასტრონომიული ნაწარმის გასაყიდად“.
თუნდაც უახლოესი ერთი წლის განამვლობაში, რომ „სასადილოს სკოლაზე დამოუკიდებლად მიბმა“ შეუძლიათ ლექსო მათშვილიც საუბრობს. მისი თქმით, იქ სადაც ფართი ამის საშუალებას იძლევა, შეუძლიათ სასადილო მოაწყონ.

შეკითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინეს პროექტის დაგეგმვისას აღნიშნული დეტალები ათასწლეულის გამოწვევის ფონდში გვიხსნიან, რომ პროექტი სკოლას თავიდანვე გააცნეს და ყველა შესაძლო მითითება გაითვალისწინეს. გოგოლაური კი ამ დროისთვის სკოლის ხელმძღვანელი არ იყო.

თუმცა, მას შემდეგ რაც სკოლის რემონტი დაიწყო, პროექტში ცვლილებები მაინც შევიდა, სახურავისა და გათბობის ხარჯი დაამატეს.

ახალციხის  პირველ სკოლას საცეკვაო დარბაზი და სასადილო არ ექნება

„საერთო ღირებულების 10 პროცენტზე მეტი ცვლილების შეტანა პროექტში შეუძლებელი იქნებოდა“, – აცხადებს მათეშვილი.
სკოლაში ამდროისთივს ლესვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ვიდრე რემონტი დასრულდება, გოგოლაური ფიქრობს, რომ რაიმე ფართი ცეკვისთვის და სასადილოსთვისაც გამოინახება.

„სარდაფები გვაქვს დასასუფთავებელი, დასრულდეს რემონტი და შევხედავთ სად რისი მოწყობა შეიძლება“, – ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური.
შეგახსენებთ, რომ შენობის რეაბილიტაციას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (“Millennium Challenge Corporation- MCC”) აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 400 070 ლარით 4 500 კვადრატული მეტრი უნდა გაარემონტოს. პირველის სკოლის 950 მოსწავლე დროებით ქალაქის სხვა სკოლებში სწავლობს.

ახალციხის  პირველ სკოლას საცეკვაო დარბაზი და სასადილო არ ექნება

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს
გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს
ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა
დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში
პირველ სკოლაში საცეკვაო დარბაზის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
ანსამბლ ‘მესხეთის’ მოცეკვავეებს მეცადინეობისთვის გამოცვლა ეზოში უხდებათ