FM97.5 / LIVE

რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.12.2012
არაქართულენოვანი სკოლების I – VI კლასებში სწავლება ორენოვანი სისტემით მიმდინარეობს. ყველა სასკოლო საგანი, გარდა ენებისა და ლიტერატურისა, ნახევრად მშობლიურ, ნახევრად კი ქართულ ენაზე ისწავლება. როგორ მიიღეს სწავლების ეს სისტემა ახალქალაქის სკოლებში და რა პრობლემები იქმნება სასწავლო პროცესში

რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება
მიმდინარე სასწავლო წელი ახალქალაქის ყველა სკოლის I – VI კლასებში სწავლების ორენოვანი სისტემის დანერგვით დაიწყო. სახელმძღვანელოებში მასალა ნაწილობრივ სომხურად, ნაწილობრივ კი ქართულადაა გადმოცემული.

სკოლებში ორენოვანი სწავლების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ვესაუბრეთ იმ მასწავლებლებს, რომლებიც აღნიშნული სისტემით ასწავლიან. ჩვენ ხუთ სხვადასხვა საგნისა და სხვადასხვა სკოლის მასწავლებელს ვესაუბრეთ, თუმცა, მათივე თხოვნით, ვინაობას არ ვახმაურებთ.

ბუნების მასწავლებელი ამბობს, რომ მათ ამ მეთოდის სრულად გამოყენება არ შეუძლიათ, რადგან მეთოდური სახელმძღვანელოებიც კი არ აქვთ.

„ერთი საგნის პროგრამა სხვადასხვა კლასებში ხშირად მეორდება. მიზანი ერთია: მოსწავლისთვის მუდმივი გამეორების გზით სწავლება. ბევრი თემა პროგრამის გარეთ რჩება, ამის გამო ზარალდებიან მოსწავლეები, რომლებიც კარგად სწავლობენ, – ამბობს იგი და ამატებს, რომ არც მოსწავლის ტესტებით შემოწმების პრინციპი მოსწონს, - მოსწავლე ქულებს1/4 ალბათობით იღებს. ამას მივყავართ შედეგისკენ, რომ ბავშვი კი არ ფიქრობს, არამედ ვარაუდით ხაზავს პასუხს, რომელსაც გამართლების პრინციპით ირჩევს“.

რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება გეოგრაფიის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ სისტემამ პრობლემების წინაშე დააყენა მოსწავლეც და მასწავლებელიც: „ჩვენ ვერ ვასწავლით, ვერც მოსწავლეები იგებენ. მე–5 კლასის მოსწავლემ როგორ უნდა გაიგოს ტერმინოლოგია პირდაპირ ქართულად. გეოგრაფიაში ყველაფერი წყაროებზეა დამყარებული, როგორ უნდა ისარგებლოს მე–5 კლასის მოსწავლემ ამ წყაროებით. კონკრეტული გაკვეთილები არ არის, ძალიან რთულია, არსებულის ნახევარი კი ქართულადაა. ქართულ მასალას სომხური განმარტებები მოყვება, თითქოს 30% ქართულია. ყველაფერი ძალიან არეულია“.

ისტორიის მასწავლებელი ჩივის, რომ ქართული თავადაც არ ესმის და ბავშვებს როგორ უნდა აუხსნას. მისი თქმით, ძველი სახელმძღვანელოებით თუ არ ისარგებლებს, მოსწავლეებს ვერაფერს ასწავლის: „ლექსიკონით ვთარგმნი ქართულ სიტყვებს, ტექსტებს კი ვეღარ. ქართული არ ვიცი, ამ ასაკში რამდენიც უნდა ვისწავლო, ენის ათვისებას ისე მაინც ვერ შევძლებ, რომ მოსწავლეებს საგანი სრულყოფილად ავუხსნა. ოფიციალურად ამ სახელმძღვანელოთი ვასწავლი. გაკვეთილებს ამ წიგნის მიხედვით ვაძლევ, ახსნით კი შარშანდელი, ან უფრო ძველი სახელმძღვანელოებით ვუხსნი. სხვანაირად ამ პროგრამით ვერ ასწავლი“.

მათემატიკის მასწავლებლის თქმით, ორენოვანი სისტემის დანერგვის შემდეგ მოსწავლეები უფრო ხშირად მოდიან გაკვეთილებზე მოუმზადებლად: „მაგალითად, მათემატიკის სახელმძღვანელოში სავარჯიშო წერია ქართულად. გაკვეთილის მიმდინარეობისას ვთარგმნით. თუ საშინაო დავალებას ვაძლევ და არ ვუთარგმნი, ბავშვები სავარჯიშოებს ვერ აკეთებენ. სახლში ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში მშობლები ეხმარებიან. გასაგებია, რომ თუ არც მშობელს და არც მოსწავლებს არ ესმის, შედეგად ბავშვი გაკვეთილზე მოუმზადებელი მოდის“.

დაწყებითი კლასის მასწავლებლის თქმით, ამ პროგრამის გამო ყველა დაგეგმილი თემის განხილვას გაკვეთილის მიმდინარეობისას ვერ ასწრებენ.

რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება „სახლში ყოველდღე ვემზადები, გაუგებარ სიტყვებს ვთარგმნი. ამ ასაკში ქართულის სწავლა ძალიან გვიჭირს. ვსწავლობ, მგონია, დავიმახსოვრე, მაგრამ გაკვეთილის დროს მავიწყდება. გაკვეთილის ქართულ და სომხურ ენაზე ჩატარება პროცესს ანელებს, ბევრი ვერ ასწრებს
მოსწავლეებისთვის ყველაფრის ახსნას, მაგრამ რას ვიზამთ“, – ამბობს იგი.

ასეთია მასწავლებელთა მოსაზრებები ბილინგვურ სწავლებასთან დაკავშირებით მეთოდის დანერგვიდან სამი თვის შემდეგ. რა არის შესაცვლელი პროგრამაში და როგორ გაგრძელდება ეს საკითხი, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართულენოვანი მასალა სომხური სკოლების სახელმძღვანელოებში
ბილინგვური მეთოდით ახალქალაქში მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი ასწავლის

არათანაბარი დანამატი პედაგოგების ხელფასზე
ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ

ინგლისური ენა ”ნახტომით”
რატომ დადიან მოსწავლეები რეპეტიტორთან - სასწავლო გეგმის ხარვეზი თუ პრესტიჟი?