FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ‘ეტალონი სტუდენტი’ გამოვლინდა

მთავარიგანათლება, მოქალაქე ჟურნალისტები 03.04.2016
სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2016 სასწავლო წლის „ეტალონი სტუდენტის“ ტატუსი იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტს ლაშა ზაზაძეს ერგო.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ‘ეტალონი სტუდენტი’ გამოვლინდა

ეტალონს უნივერსიტეტმა 31 მარტს უმასპინძლა. სტატუსის მოსაპოვებლად გამართულ ინტელექტუალურ ბრძოლაში უნივერსიტეტის ოთხივე ფაკულტეტიდან 46 სტუდენტი ჩაერთო.

მონაწილეების სიმრავლის „ეტალონი„ ორ ტურად ჩატარდა. თითოეული ტურიდან შერჩული მონაწილეები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ.

გამარჯვებული იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ლაშა ზაზაძე გახდა. ლაშა წარადგენს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს თბილისში, საქართველოს „ეტალონი სტუდენტის“ გამოსავლენ ტურზე. უკვე ცნობილია, რომ ფინალური ეტალონი 14 მაისს, სპორტის სასახლეში ჩატარდება.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ‘ეტალონი სტუდენტი’ გამოვლინდა

„ეტალონი სტუდენტის“ შესარჩევ ღონისძიებას, რომელიც უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდა, სასწავლებლის ხელმძღვანელობა, პროფესორ – მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

"შემთხვევით არაფერი ხდება, დღეს იყო სიმბოლური დღე, 31 მარტი. სიმბოლური იმიტომ, რომ წლების წინ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ვფიქრობ, დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი ცოდნის დემონსტრირებით დაამტკიცეს, რომ საქართველოს მომავალი მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა“, – განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა მაკა კაჭკაჭიშვილმა.

ღონისძიების დასასრულს, ეტალონის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. თავად პროექტის ავტორსა და წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს კი, უნივერსიტეტისგან საჩუქრად რექტორის, მერაბ ბერიძის წიგნები „სიყვარულის უნივერსიტეტი“ და „მომავლის უნივერსიტეტი“გადაეცა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ‘ეტალონი სტუდენტი’ გამოვლინდა

[სოფო ღვინიაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემში ‘ეტალონის’ გამარჯვებული შოთა გელაშვილი გახდა
‘საქართველოს ეტალონი მოსწავლის’ ტიტულის პრეტენდენტები სამცხე–ჯავახეთიდან
ახალციხეში "ეტალონი მოსწავლის" ტიტული ანა მკოიანმა მოიპოვა
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
ნინოწმინდის 'ეტალონში' სურენ კარაპეტიანმა გაიმარჯვა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას აპროტესტებენ