FM97.5 / LIVE

გიორგი დალალიშვილი თანამდებობას ტოვებს

მთავარისაზოგადოება 03.04.2016
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი დალალიშვილი, თანამდებობას ტოვებს.

გიორგი დალალიშვილი თანამდებობას ტოვებს

გიორგი დალალიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ სერვისცენტრის მენეჯერის პოზიციას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. გადადგომის შესახებ განცხადება პარასკევს, 1 აპრილს, დაწერა.

„პარასკევს, 1–ში დავწერე შვებულებაც და გადადგომაც. შვებულება დამთავრდება და გადავდგები“, – ამბობს გიორგი დალალიშვილი.

„სამხრეთის კარიბჭეს“ წყაროს ინფორმაციით, სერვისცენტრის მენეჯერს გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია. თუმცა, დალალიშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს: „მე დავწერე განთავისუფლებაზე. იქამდეც ბიულეტენზე ვიყავი“.

კითხვაზე, რას უკავშირდება მისი ეს გადაწყვეტილება, სხვა სამსახურში ხომ არ აპირებს გადასვლას, გიორგი დალალიშვილი გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ აქვს.

„გადასვლას ჯერჯერობით არსად ვაპირებ. 5 წელი ისეთ „გრაფიკში“ი ვმუშაობდი, რომ ცოტა დავისვენებ“, – აცხადებს დალალიშვილი.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერის პოზიციაზე გიორგი დალალიშვილი 2011 წლის თებერვლიდან მუშაობდა.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, 2015 წლის 12 ივლისს, ასევე პირადი განცხადების საფუძველზე და ასევე, 5–წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა პოზიცია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ რეგიონული სამსახურის, სამცხე–ჯავახეთის სერვისცენტრის უფროსმა გიორგი ბაგინაშვილმაც. ინფორმაცია, რომ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით არ დაუტოვებია, გიორგი ბაგინაშვილზეც გარვცელდა. მეტიც, მაშინ როდესაც კომპანიის სათაო ოფისში აცხადებდნენ, რომ ბაგნაშვილმა განცხადება დაწერა, თავად გიორგი ბაგინაშვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და სამსახურში, სამუშაო რეჟიმში იყო.

„სამხრეთის კარიბჭე“ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათაო ოფისს ახლაც დაუკავშირდა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო რამიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი დალალიშვილი თვის ბოლომდე შვებულებაში იმყოფება.

„ჯერ არის ჩვენი კომპანიის თანამშრომელი“, – განაცხადა ნინო რამიშვილმა.

კითხვაზე, შვებულება მას ნამდვილად აქვს დაწერილი, თუმცა, ასევე დაწერილი აქვს გადადგომის შესახებ განცხადებაც, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვიპასუხა: „ჯერ კომპანიაში ბრძანება არ ყოფილა მის განცხადებაზე ან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გახლავთ კომპანიის თანამშრომელი. ერთი თვის მერე რა იქნება, ერთი თვის მერე დამირეკეთ და მერე გეტყვით“.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სამ დღეში სამი „პირადი განცხადებით“ გადამდგარი ჩინოვნიკი ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთში წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა თანამდებობდა დატოვა
წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალს დღეიდან ახალი მენეჯერი ჰყავს
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ავარია ახალციხეში – დაიმტვრა ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ავტომანქანა
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა თანამდებობა დატოვა