FM97.5 / LIVE

ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა

მთავარიპოლიტიკა 12.12.2012
ერთთვიანი ლოდინის შემდეგ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ”ქართული ოცნების მხარდამჭერები” დარგისტრირდა

ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა
საკრებულოს სხდომას 18 დეპუტატი ესწრებოდა. ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე 18-ვემ თანხმობა განაცხადა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე თამაზ ზედგინიძე აცხადებს, მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგებიან. ამ დროიდან შეეძლებათ მსურველებს ფრაქციაში გაწევრიანება.

”შეგვიძლია შევუდგეთ მუშაობას, ახლა ფრაქციისთვის გამოიყოფა ოთახი, გადმოგვეცემა ინვენტარი. ვისაც სურვილი ექნება ფრაქციაში გაწევრიანების, მომავალი კვირიდან შეძლებენ”,-განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

თამაზ ზედგინიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობას მიაღწევენ, შესაძლოა საკრებულოში საკადრო ცვლილებები განახორციელონ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქციის შესაქმნელად ზედგინიძემ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო კომისიას 29 ოქტომბერს მიმართა. კომისიამ განცხადება სამი დღის ვადაში განიხილა და დაასკვნა, რომ სამართლებრივად ფრაქციას დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა.

თუმცა, ამ დრომდე ფრაქციის საკითხი საკრებულოს სხდომაზე გატანა ვერ მოხერხდა. საკრებულოს თამჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე სხდომის გადადების მიზეზად განსახილველი საკითხების სიმცირეს ასახელებდა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში "ოცნება" ფრაქციას ვერ არეგისტრირებს
’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
ასპინძის საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად დღეს ერთი განაცხადი შევიდა
ასპინძის თვითმმართველობაში ჯერ ”ნაციონალები” რჩებიან
ახალქალაქში „ოცნების“ ფრაქციის შექმნა ჭიანურდება
’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს