FM97.5 / LIVE

არაქართულენოვან მოსწავლეებს განათლების სფეროში მათთვის განკუთვნილი შეღავათები გააცნეს

მთავარიგანათლება, მოქალაქე ჟურნალისტები 02.04.2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების უფროსკლასელებს იმ შეღავათების შესახებ უამბეს, რაც განათლების სფეროში მათთვის არსებობს.

არაქართულენოვან მოსწავლეებს განათლების სფეროში მათთვის განკუთვნილი შეღავათები გააცნეს

შეხვედრა 31 მარტს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა. დისკუსია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის დეპარტამენტის კოორდინატორმა მაია გაბუნიამ გახსნა.

მან ახალგაზრდებს განუმარტა, რომ ეთნიკური უმცირესობები ეროვნულ გამოცდებზე უნარჩვევებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ. არჩეულ საგნებში ცვლილების შეტანა 1 ივნისამდე შეუძლიათ. გარდა ამისა, გამოცდაზე ელექტრონული ტესტები იქნება, სწორ პასუხებს კი ფურცელზე გადაიტანენ.

პრეზენტაციის შემდეგ მაია გაბუნიამ ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა. ახალგაზრდებს ძირითადად გადასალახ ბარიერთან, სახელმწიფო დაფინანსებსათან და მობილობასთან დაკავშირებული დეტალები აინტერსებდათ.

ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, ახალგაზრდებს თავიანთი სასწავლო პროგრამები გააცნეს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელბმა.

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დიანა ინანაშვილმა იმ შეღავათების შესახებ ისაუბრა, რაც უწყებას არაქართულენოვანი ახალგაზრდებისათვის გააჩნია.

მისი განმარტებით, გორის სამხედრო აკადემია არის თურქეთის სამხედრო აკადემისს მოდელზე შექმნილი, თურქეთისა კი ამერიკულზე, სადაც 10 წლიანი კონტრაქტი იდება. აქ მოსახვედრად 4 გამოცდა ბარდება.

„ეთნიკური უმცირესობები, გორის სამხედრო აკადემიაში, 4 წლის განმავლობაში ბაკალავრიატში სწავლობენ. ამის შემდეგ საშუალება ეძლევათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ნებისმიერ დანაყოფში, ოფიცრის სტატუსით იმსახურონ. სწავლა უაფასოა და წარჩინებული კურსანტები სტიპენდიას იღებენ“, – განმარტა დიანა ინანიშვილმა.

მათ, ვინც სამართალმცოდნეობითაა დაინტერესებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესახებ უბნის ინსპექტორთა მომზადების ფაკულტეტის დეკანი მამუკა ქოიავა ესაუბრა.

„აკადემიას აქვს სამი უფასო საფეხური: პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო. პროფესიული სასწავლებელში, რომელიც 6 თვიანია, საპარტულო, უბნის ინსპექტორ –გამომძიებელისა და მესაზღვრის პროფესიას ეუფლებიან “, – აღნიშნა მამუკა ქოიავამ.

მისი განმარტებით, მსურველებს შესაბამისი დოკუმენტაციის შეტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში შეუძლიათ. ამის შემდეგ, მათ ჯერ ტესტირება, შემდეგ კი გასაუბრება უნდა გაიარონ.

ახალგაზრდები შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ. ნაწილმა განაცხადა, რომ მომავალი პროფესიის შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო, მათ არჩევანი შსს–სა და თავდაცვის აკადემიებზე შეაჩერეს.

არაქართულენოვან მოსწავლეებს განათლების სფეროში მათთვის განკუთვნილი შეღავათები გააცნეს

დისკუსიას ნაყოფიერი უწოდეს ორგანიზატორებმაც.

„ვფიქრობ, შინაარსიანად წარიმართა შეხვედრა. ბევრი შეკითხვა ჰქონდათ ახალგაზრდებს“, – განაცახად მაია გაბუნიამ.

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში არაქართულენოვან აბიტურიენტებთან შეხვედრა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.

„ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა თაობის ჩართულობა საგანმანათლებლო პროექტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რისთვისაც საჭიროა მათი სრულყოფილი ინფორმირება“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.

უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან შეხვედრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიზნით, მათი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

[ლუბა გიორგაძე, მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა
არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება
სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს  სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდება
ახალციხეში მულტიეთნიკური კულტურის ფესტივალი გაიმართება