FM97.5 / LIVE

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა

მთავარისაზოგადოება 02.04.2016
2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღინიშნავს. წელს ამ დღის სლოგანია: „პატივისცემა, მიმღებლობა, ჩართულობა“. კამპანიის მიზანია აუტიზმის შესახებ პოზიტიური და სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება.

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

2 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები ლურჯ ფერში ნათდება, რაც „Light It Up Blue“ კამპანიის ნაწილია და საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება.

2016 წლის აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების საერთაშორისო დღის სლოგანია: “პატივისცემა, მიმღებლობა, ჩართულობა“. კამპანიის მიზანია აუტიზმის შესახებ პოზიტიური და სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება. იგი დაფუძნებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა სოციალურ მოდელზე და ეყრდნობა გაეროს უფლებათა კონვენციას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა შესახებ.

ყველაზე დიდი ბარიერი, რომელსაც აუტიზმის მქონე ადამიანები ხვდებიან არის დისკრიმინაცია, რაც აუტზმის შესახებ არასრულფასოვანი ინფორმირებულობის შედეგია.

კამპანიის ძირითადი მესიჯებია:
• მსოფლიოში მოსახლეობის 1%-ს აღენიშნება აუტიზმი. დღესდღეობით, ბევრმა ადამიანმა იცის რას ნიშნავს აუტიზმი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის როგორია აუტიზმის მქონე ადამიანთა საჭიროებები;
• აუტიზმის მქონე ადამიანების ჩართულობა ხელს უწყობს უფრო ყოვლისმომცვლელი და ინკლუზირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას;
• აუტიზმის მქონე ადამიანების უჩვეულო ქცევა გამოწვეულია კომუნიკაციის დამყარებისა და ყოველდღიურ სიტუაციებში ადაპტირების ნაკლებობით;
• ხშირად აუტიზმის მქონე ადამიანებს გააჩნიათ ფარული ნიჭი და უნარ-ჩვევები;
• აუცილებელია აუტიზმის მქონე ადამიანის მიმართ მეგობრულად განწყობილი საზოგადოების, სასწავლო დაწესებულებებისა და სამუშაო ადგილების შექმნა, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინება და რეალიზება.

რა არის აუტიზმი?
აუტიზმი სპექტრული აშლილობაა, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ვერბალური და არა-ვერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.

აუტიზმის მქონე ყველა ადამიანს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნიათ; თუმცა, ისინი სამ მთავარ ჯგუფად ერთიანდება:

• საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა;
• საზოგადოებასთან ინტეგრაციის პრობლემა;
• საზოგადოებაში საკუთარი როლის წარმოსახვის პრობლემა.

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის მქონე ყველა ადამიანს საერთო სამი პრობლემა აწუხებს, ეს მდგომარეობა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს მათზე. ზოგიერთს შეუძლია შედარებით “ყოველდღიური” ცხოვრებით იცხოვროს მაშინ, როდესაც სხვები მთელი ცხოვრების მანძილზე სპეციალისტის დახმარებას საჭიროებენ.

აღსანიშნავია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ რუტინის სიყვარული, მომატებული მგრძნობელობა, განსაკუთრებული ინტერესები და შემეცნების დაქვეითებული უნარი.

ფაქტები აუტიზმის შესახებ:
• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველი 160 ბავშვიდან 1 ბავშვს აუტიზმი აღენიშნება;
• აუტიზმის შემთხვევები ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში;
• აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი 5 წლის განმავლობაში;
• იგი აღინიშნება ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის;
• აუტიზმის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის;
• არსებობს მტკიცებაზე დაფუძნებული ფსიქო-სოციალური ინტერვენციები, რომლებიც დადებითად მოქმედებს კომუნიკაციის უნარებისა და საზოგადოებრივი ქცევების ჩამოყალიბებაში.
• აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად ხდებიან სტიგმის, დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლნი.
• აუტიზმის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად აუცილებელია სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება საზოგადოების ყველა დონეზე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

21.01.2020 სამცხე–ჯავახეთში ხელფასი 12 სოცმუშაკს გაეზრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აუტიზმის დღესთან დაკავშირებით  ახალციხის ციხე  ლურჯად განათდება
2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა
ახალციხის ციხე ლურჯ ფერში განათდა [Photo]
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
ახალციხის მერია 'მწვანე სახლს' ესტუმრა
რა იცით აუტიზმის შესახებ [Video]
'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’