სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'

მთავარისაზოგადოება 01.04.2016
ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ეთნიკურ უმცირესობებს არ მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, რაც უარყოფითად აისახება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე.

ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, გასულ, 2015 წელს, ეროვნული უმცირესობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ეროვნული უმცირესობებისთვის (მათთვის გასაგებ ენაზე) ინფორმაციის მიწოდების სისტემა არ გაუმჯობესებულა.

ანგარიშის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი და ადგილობრივი ტელევიზიები აწვდის. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ყოველდღიურად გადის 10-15 წუთიანი საინფორმაციო გამოშვება – „მოამბე“ ეროვნული უმცირესობების ენებზე, რომელიც ასევე გადაიცემა ადგილობრივი ტელევიზიების მიერ. თუმცა, საქართველოში საშინაო და საერთაშორისო მოვლენები, აგრეთვე ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პროცესები საკმაოდ დინამიკურად ვითარდება და დღეში 10-15 წუთიანი საინფორმაციო გადაცემებით შეუძლებელია ყველა იმ პროცესისა და მოვლენის გაშუქება, რომლებიც მოსახლეობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, პრობლემას ამძიმებს ისიც, რომ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამ გადაცემებს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი უყურებს: „ამ გადაცემებს აქვს გარკვეული დადებითი გავლენა, მაგრამ არსებული გამოწვევის დაძლევის თვალსაზრისით, ეს შედეგი ძალზე მცირეა“.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, წლების განმავლობაში ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობა გარკვეული დოზით ყოველთვის იყო ინფორმაციულ ვაკუუმში: „საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, უცხოეთის საინფორმაციო არხებიდან იღებდნენ, მაშინ როდესაც საკუთარი მოქალაქეების ინფორმირება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ვალდებულება უნდა იყოს“.

ომბუდსმენის განცხადებით, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ეფექტურად წარმართვა მედიის ჩართვისა და მოსახლეობისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია: „ამდენად აუცილებელია, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობებისათვის ინფორმაციის მიწოდების სრულფასოვანი სისტემის შექმნას“.

ანგარიშში ყუარდღება გამახვილებულია არამხოლოდ ეროვნული უმცირესობებისთვის ინფორმაციის მათ ენაზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, არამედ უმცირესობების შესახებ უმრავლესობის სწორ ინფორმირებაზე.

„ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა შორის ეთნიკური ნიშნით ნეგატიური წარმოდგენების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია, როგორც ეროვნული უმცირესობის, ასევე უმრავლესობის სწორი და სრულფასოვანი ინფორმირება“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ეროვნული უმცირესობების ინფორმირებისა და მათ შესახებ უმრავლეოსობის ინფორმირებისთვის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლებლობები ფაქტობრვად გამოუყენებელია. გადაცემები, რომელიც ამ მიზანს ემსახურებოდა, 2015 წლის მეორე ნახევრიდან აღარ გადის. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს შესაძლებლობები კი გასულ წელს საერთოდ გამოუყენებელი იყო.

სახალხო დამცველი არ განიხილავს რა ხერხებითა და რომელი გადაცემებით უნდა ახდენდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ვაკუუმის შევსებას, თუმცა, ცალსახად აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით არსებული პრობლემები აშკარაა და ის ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს.

ამ ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას "ეროვნული უმცირესობების სრულფასოვანი ინფორმირების მიზნით ჩამოყალიბდეს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმირების ეფექტური მექანიზმები და ასევე, გაუმჯობესდეს ამ მედიაპროდუქციის ხელმისაწვდომობა".

ასევე: "გაუმჯობესდეს და გაიზარდოს ეროვნული უმცირესობების შესახებ ქართულენოვანი მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდების სისტემა, რათა ქართულენოვან მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდებოდეს ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების შესახებ და ამისთვის გამოყენებული იყოს, როგორც ტელევიზიის, ასევე რადიოს რესურსი".

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
ეროვნული უმცირესობები და მედია
განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების პროექტი უმცირესობების ინტეგრაციისთვის
უფლებადამცველების ანგარიში მოსახლეობას
სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია
სამცხე–ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობები ინფორმაციას მათ ენაზე მიიღებენ
მასწავლებელთა შეფასების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა