FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გათბობა გაითიშა

მთავარისაზოგადოება » განათლება 12.12.2012
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში დღეს გათბობა გაითიშა

უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გათბობა გაითიშა
ახალციხეში უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მისულ სტუდენტებს დღეს ცივი აუდიტორიები დახვდათ. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში გათბობა გათიშულია, უნივერსიტეტის თანამშრომელთა კაბინეტებში სიცივე არ იგრძნობა, იქ ელექტროგამათბობოლებით თბებიან.

’გათბობა დილიდან გათიშული იყო’, - გვითხრა ისტორიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა მარი ზაზაძემ.

სტუდენტების თქმით, დღეს აუდიტორიებში გაძლება შეუძლებელი იყო: ’ლექტორებმა გვითხრეს, რომ ხვალ 25-წუთიანი ლექციები ჩატარდება. შესაძლოა, ლექციები დღის მეორე ნახევარში სასწავლებლის მეორე კორპუსშიც გადაგვიტანონ’.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ნიკო ახალკაცის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობის გამო ხვალ სწავლა ნაცვლად 9 საათისა, ერთი საათით გვიან, 10 საათზე დაიწყება: ’დილით ძალიან ცივა, ამიტომ დროებით, მანამდე, სანამ გათბობა გაკეთდება, ლექციები შემოკლდება. შემდგომ სასწავლო პროცესი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება’.

ახალკაცის თქმით, პირველი კორპუსიდან მეორე კორპუსში ლექციების გადატანა არ იგეგმება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ბიძინა მაისურაძე ამბობს, რომ სასწავლებელში გათბობის გათიშვა, საქვაბის დაზიანებამ გამოიწვია: ’დღეს დილით გაფუჭდა და ეს პრობლემა მალევე მოგვარდება’.

უნივერსიტეტი გაზით თბება. როგორც ახალკაცი გვიხსნის, რადგან გაზი ახალციხეში ახალი შემოყვანილია, ჯერ ქალაქში სათანადო სპეციალისტები არ არიან: ’შაბათ-კვირას თბილისიდან ვგეგმავთ სპეციალისტების ჩამოყვანას’.

სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გათბობა ორშაბათს უკვე ჩართული იქნება.

უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 38 აუდიტორიაა და აქ ლექციები ორი ფაკულტეტის - განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უტარდებათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტი პარალიზებულია
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი

ახალქალაქში უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტები სასადილოს მოწყობას ითხოვენ
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას აპროტესტებენ
მეორე კვირაა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღს გათბობა არ აქვს
რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა