FM97.5 / LIVE

ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

მთავარისაზოგადოება 31.03.2016
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ექიმები ახალციხის მცხოვრებლებს სხვადასხვა დაავადებებზე უფასოდ გამოიკვლევენ. უფასო გამოკვლევა -კონსულტაციები 9 აპრილს, კლინიკა ‘ჯანმრთელობის სახლში’ ჩატარდება.

ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

გამოკვლევები ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით:

ალერგოლოგია – ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები;
კომპიუტერული სპირომეტრია – ფილტვებისა და ბრონქების ფუნქციური მდგომარეობის (გარეგანი სუნთქვის) შესწავლა;
პულმონოლოგია – ფილტვის სხვადასხვა დაავადებები);
გასტროენტეროლოგია - კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა გასტროენტერული დაავადებები;
რევმატოლოგია;
თერაპია -კარდიოლოგია;
ენდოკრინოლოგია.

კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“ („ნათია 777“) თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. გამოკვლევები 11:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ახალციხის მერიის ინიციატივით ტარდება. მერიის ინფორმაციით, მათ ვისაც აწუხებს კანის დაავადებები, შუძლიათ ისარგებლონ დერმატოლოგის მომსახურებით. კერძოდ, კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვირუსული მეჭეჭებისა და პაპილომების მოჭრა ელექტრო კოაგულაციური მეთოდით.

როგორც მერიაში აცხადებენ, გასინჯვის მსურველებს წინასწარი ჩაწერა არ სჭირდებათ: „იქ ვიქნებით მერიის თანამშრომლები, მოვლენ მოქალაქეები, გავატარებთ რეგისტრაციაში და ჩაუტარდებათ საჭირო გამოკვლევები“.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
დღეს ახალციხეში უფასო გამოკვლევა - კონსულტაციები ჩატარდება
ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ
ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
30 მაისს ახალციხეში მოქალაქეებს უფასოდ გამოიკვლევენ
ახალციხელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში თვალის უფასო გამოკვლევები  ჩატარდება