FM97.5 / LIVE

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.03.2016
1200 სკოლის 5000-ზე მეტი გუნდი, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, 30 მარტს, მარნეულის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. 2016 წლის ოლიმპიადაში 1200 სკოლის 5000-ზე მეტი გუნდი მონაწილეობს.

ოლიმპიადის პროგრამა დაყოფილია ოთხ ძირითად ეტაპად, ესენია: პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო შეჯიბრებები სკოლების ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად, სპორტის სახეობების მიხედვით; მე-2 ეტაპი - მუნიციპალური შეჯიბრებები, მე-3 ეტაპი - რეგიონალური და მე-4ეტაპი - ოლიმპიადის ფინალური თამაშები, რომელიც იმართება ანაკლიის მომავლის ბანაკში.

2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საშეჯიბრო სახეობებია:

1. მინი ფეხბურთი (ვაჟები)
2. კალათბურთი 3x3 (გოგონები, ვაჟები)
3. მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები)
4. გეზრბენი, იგივე კროსი (გოგონები, ვაჟები)
5. ხელბურთი (გოგონები, ვაჟები)
6. ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები)
7. ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები)
8. მოძრავი თამაშები - მხიარული სტარტები
9. სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, ოლიმპიადის ორგანიზებას ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია ISF-ის წევრია და ოლიმპიადაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, პირველად საქართველოს ისტორიაში, მიემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე.

ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის აღნიშული პროექტის მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

შეგახსენებთ, ბორჯომში უკვე დასრულდა ოლიმპიადის პირველი ტური.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სპორტის სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეული ახალციხეში
სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ბორჯომში
ახალციხეში  მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეული დასრულდა [photo]
ახალციხეს ლევან ყიფიანი ესტუმრება