FM97.5 / LIVE

როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.03.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილს დაიწყება და სამ ეტაპად განხორციელდება.

როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია

I ეტაპი: 2016 წელი, 4 აპრილი - 18 აპრილი – რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში.

პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
• რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 19–დან 28 აპრილის ჩათვლით.

II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია– 2016 წელი, 4 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. ამ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

სამინისტროს ინფორმაციით, I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2016 წელი, 14 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით.

მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

"2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს", – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

[sknews.ge]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.06.2019 დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

25.06.2019 ადიგენის ცხრა სოფელში ამბულატორია მოეწყობა

25.06.2019 ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის

25.06.2019 26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
10 აპრილიდან, დღეიდან, პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
23 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი მთავრდება
პირველკლასელთა  ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი ხვალ დაიწყება