FM97.5 / LIVE

გამგებლის მოადგილეების ბეგ-ისტორია და სამომავლო გეგმები

მთავარიპოლიტიკა 11.12.2012
ვინ არიან, რა ბიოგრაფია აქვთ, რას საქმიანობენ და რა მიმართულებებს ჩაიბარებენ გამგებლის მოადგილეები

გამგებლის მოადგილეების ბეგ-ისტორია და სამომავლო გეგმები

თამარ გოგოლაძე, ავთანდილ თელიაშვილი და ზაზა ხუციშვილი გამგებლის მოადგილეებად დღეს ოფიციალურად დაინიშნნენ. ამათგან ორი, გოგოლაძე და ხუციშვილი პრეტენზიას გამგებლის პოაზიციაზეც აცხადებდნენ.

ვინ რა მიმართულებას გაუძღვება, ჯერ ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, საქმიანობიდან გამომდინარე, გარკვეული ვარაუდები ახალ მოადგილეებს უკვე აქვთ.

ავთანდილ თელიაშვილს, რომლის პროფესიასაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი ბესიკ ხითარიშვილი განსაკუთრებით უსვამს ხაზს, სავარაუდოდ იურიდიულ მიმართულებას ჩააბარებენ. ზაზა ხუციშვილი კი თავს სოფლის მეურნეობაში მოაიზრებს. ამას იმით ხსნის, რომ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს.

თამარ გოგოლაძე

გამგებლის მოადგილეების ბეგ-ისტორია და სამომავლო გეგმები
საკუთარ გამოცდილებაზე საუბარს თამარ გოგოლაძე 1998 წლის მოვლენებიდან იწყებს.

‘ეროვნული მოძრაობის დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. ამ ჯგუფმა მოვამზადეთ და მონიტორინგი გავუწიეთ ადიგენის რაიონში პირველ მრავალპარტიულ არჩევნებს. ამის შემდეგ ამავე რაიონში, სოფელ მოხეში დავრჩი მასწავლებლად და ვიყავი დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო საკითხებში”, - იხსენებს თამარ გოგოლაძე.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა დაამთავრა, მუშაობა მაშნდელ თსუ მესხეთის ფილიალში (ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთის სახლემწიფო უნივერსიტეტი) გააგრძელა. ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს ქართული ლიტერატურის თეორიას უკითხავდა.
პარალელურად, ქართულ ენას ასწავლიდა უნივერსიტეტის არაქართულენოვან სტუდენტებს. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეს.

1998-2006 წლებში მუშაობდა თსუ ჯავახეთის ფილიალშიც. ხელმძღვანელობდა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა მომზადების ცენტრს სამცხე-ჯავახეთში, რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობდა. გოგოლაძე ტავად იყო ამ პროექტის ავტორიც და კოორდინატორიც.
2006 წლიდან დღემდე, ”საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. მას შემდეგ, რაც ახალციხეში „ქართულმა ოცნებამ“ ოფისი გახსნა და მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა, ახალციხეში აღარ გამოჩენილა. ამბობს, რომ დავით უსუფაშვილის შტაბში მუშაობდა.

რა მიმართულებით იმუშავებს ჯერ არ იცის, თუმცა ამბობს, რომ ეფექტური მუშაობისთვის გუნდის იმედი აქვს: ‘ვინც მიცნობს, ხედავს, რომ ყოველთვის მაინტერესებდა მოსახლეობის პრობლემები. უნდა დავსხდეთ, გადავხედოთ, რომ პრიოროტეტები გამოიკვეთოს, რითი შეიძლება დავიწყოთ. ბუნებრივია გვაინტერესებს საზოგადოების აზრი’.

თამარ გოგოლაძე კენჭს იყრიდა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე, საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად. ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიმარჯვა.
ზაზა ხუციშვილი

გამგებლის მოადგილეების ბეგ-ისტორია და სამომავლო გეგმებიზაზა ხუციშვილი, წლების განმავლობაში, „სამშენებლო ტრესტი #9“-ში მუშაობდა. იყო მთავარი მექნიკოსი ვალის ფერადი ქვების ქარხანაში. 1993-94 წლებში ახალციხის გამგეობაში, ეკონომიკის განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. ამის შემდეგ, 15 წლის განმავლობაში საწარმო ”მანქანა ტრაქტორთა პარკის” გენერალური დირექტორი იყო
.
”ამის შემდეგ, დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა. ვიმუშავე, როგორც ახალციხეში, ასევე თბილისსადა გორში, სწრაფი რეაგირების დახმარების პროექტში, ლტოლვილებს ვეხმარებოდით”, - ამბობს იგი.

ხუციშვილი ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებას ჩააბარებენ: „სავარაუდოდ, უნდა ჩავიბარო სოფლის მეურნეობის სფერო, რაშიც კარგად ვარ გარკვეული. სახელმწიფოს პრიორიტეტად აქვს აღებული ეს დარგი, ძალიან რთული სამუშაო გვექნება, მაგრამ უნდა გავუძღვეთ”.
ავთანდილ თელიაშვილი


გამგებლის მოადგილეების ბეგ-ისტორია და სამომავლო გეგმებიავთანდილ თელიაშვილს იურიდიული განათლება აქვს. 1982-1990 წლებში საგამოძიებო საქმინობას ეწეოდა. მუშაობდა ახალციხის რაიონის საგამოძიებო სამსახურის უფროსად. 1990 წლიდან 2004 წლამდე ახალციხის სასამართლოს თავმჯდომარეობდა.

”ამის შემდეგ, გარკვეული პრინციპული გადაწყვეტილებების შედეგად, მიუღებელი გავხდი ‘ნაციონალური მოძრაობისთვის’ და ფაქტობრივად, გამოვცხადდი კანონგარეშე იურისტად. რის შემდეგაც დავიწყე თავისუფალი საადვოკატო პრაქტიკა’, - ამბობს იგი.

პროფესიით იურისტი ამბობს, რომ პირველ რიგში სამართლიანობა უნდა აღდგეს.

‘საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს სამართლიანობის საწყისებზე. ბევრი რამ შეიძლება პირდაპირ გადაუჭრელი იყოს, მაგრამ მოუგვარებელი არაფერია’, - ამბობს იგი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.11.2019 ბორჯომის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

11.11.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 'ზარზმობის' დღესასწაულზე

10.11.2019 ილია მეორე: ქართველი ადამიანი, უარყოფს, თრგუნავს, ნიჭიერ ადამიანებს

10.11.2019 ბექა ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
გამგებელმა მოადგილეებს ფუნქციები გადაუნაწილა
”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე შეიცვალა
გამგებელმა მოადგილე შეცვალა
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ზაზა ხუციშვილი - ”სამსონიძემ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა”