საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.03.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა ყოველთვის ფიქსირებული თარიღით დაიწყება და ეს თარიღი 15 სექტემბერია.

საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, 2016-2017 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.

"სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, სწავლა ყოველთვის დაიწყოს ფიქსირებული თარიღით – 15 სექტემბერს და არა, როგორც აქამდე იყო – 10 სექტემბრის შემდეგ პირველ ორშაბათს. ეს მშობლებს საშუალებას მისცემს დაგეგმონ დასვენება და არდადეგები. აღნიშნულ ცვლილებაზე მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა", – განაცხადა ლია გიგაურმა.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთან 6 წელი 14 ან 15 სექტემბერს შეუსრულდებათ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2016–17 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები არ განხორციელდება. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს საჩუქრად სახელმძღვანელოებს, ხოლო პირველკლასელებს ტრადიციისამებრ გადაეცემათ პორტატული კომპიუტერები. კომპიუტერების შესაძენად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, სწავლის დაწყებით თარიღს ყველა კერძო სკოლა თავად განსაზღვრავს.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2016-17 სასწავლო წლისთვის 4 აპრილს დაიწყება.

[sknews.ge]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

22.02.2017 205 000 ლარი რეგიონული რაგბის კლუბისთვის

22.02.2017 ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე შეზღუდვა მოქმედებს

22.02.2017 ახალციხე დღეს [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
პირველ კლასში იმ ბავშვებს მიიღებენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება
როდის დაიწყება საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები
როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა
როდის იწყება სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში