FM97.5 / LIVE

თვითმმართველობებში თანამდებობები კვლავ ვაკანტურია

მთავარიპოლიტიკა 30.03.2016
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსების შემდეგ, მუნიციპალიტეტებში ვაკანტური ადგილები კვლავ რჩება. თვიმმართველობები ვაკანსიების გამოცხადებას აპრილის თვეში გეგმავენ.

თვითმმართველობებში  თანამდებობები კვლავ ვაკანტურია

ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 22 თებერვალს დასრულდა. თვითმმართველობას 7 თანამშრომელი უნდა შეერჩია, თუმცა ორი ადგილი ისევ თავისუფალი დარჩა. გენდერულ საკითხებში წამყვანი სპეციალისტისა და მატერიალურ საკითხებში საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტისთანამდებობებზე ვაკანსიების გამოცხადებას ახალციხის მერია კიდევ ერთხელ აპირებს.

აპრილის თვეში გამოაცხადებს ვაკანტურად დარჩენილ 14 პოზიციაზე კონკურსს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაც.

ეს პოზიციებია:
მთავარი სპეციალისტი არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში;
ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი;
წამყვანი სპეციალისტი - გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში;
წამყვანი სპეციალისტი - გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე წყალთბილის ადმინისტრაციულ ერთეულში;
გამგებლის წარმომადგენელი პამაჯის ადმინისტრაციულ ერთეულში;
გამგებლის წარმომადგენელი აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში;
წამყვანი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი;
მთავარი სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების მოწყობის საკითხებში;
ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი;
წამყვანი სპეციალისტი აგრარულ საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის საკითხებში.

თებერვლის თვეში დასრულებული საჯარო მოხელეთა შერსარჩევი კონკურსის შემდეგ, ადიგენის გამგეობა ვაკანსიის გამოცხადებას კიდევ ერთ პოზიციაზე გეგმავს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე თვისუფალი მხოლოდ ტურიზმის საკითხებში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაა.

ამ ეტაპზე, 12 პოზიციაზე, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს ასპინძის გამგეობაში.

კანონმდებლობის მიხედვით, ადგილობრივ თვიმმართველობაში დასაქმების მსურველმა 3 სავალდებულო ეტაპი უნდა გაიაროს. შესარჩევი კონკურსი საბუთების გადარჩევის, ტესტირების გავლისა და საკონკურსო კომისიასთან გასუბრების პროცესებს მოიცავს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის გამგეობამ მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა
ახალციხის გამგეობამ  კონკურსში განაცხადის მიღების ვადა გადაწია
მეოთხე მცდელობა – ახალციხის გამგეობა 23 ვაკანტურ ადგილზე კონკურსს აცხადებს
ერთი თვეა ახალციხის გამგეობა კონკურსზე შესულ საბუთებს არჩევს
ახალციხის გამგეობას ათი ახალი თანამშრომელი ჰყავს