FM97.5 / LIVE

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა

მთავარიპოლიტიკა 11.12.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებად თამარ გოგოლაძე, ზაზა ხუციშვილი და ავთანდილ თელიაშვილი დაინიშნენ

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
ავთანდილ თელიაშვილი
აქამდე ამ პოსტებს გიორგი გიქოშვილი, დავით ბუცხრიკიძე და რუბენ კარაპეტიანი იკავებდნენ. გამგეობაში ამბობენ, რომ სამივე მათგანმა თანამდებობა ს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი ამბობს, რომ მოადგილეების დანიშვნისას კადრების პროფესიონალიზმით იხელმძღვანელა.

ვინ რომელ მიმართულებას ჩაიბარებს, ამ ეტაპზე გარკვეული არაა. თუმცა, რადგან ავთანდილ თელიაშვილი პროფესიით იურისტია და წლების განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა, სავარაუდოდ იურიდიული მიმართულებით იმუშავებს.

’ის, რომ იურიდიული მიმართულებით ძლიერი სპეციალისტი გვჭირდებოდა ცხადია და თელიაშვილის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის არ ეპარება”, - ამბობს ბესიკ ხითარიშვილი.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობისა და სოციალურ საკითხებს თამარ გოგოლაძეც კარგად იცნობს და ზაზა ხუციშვილიც: ’თამარ გოგოლაძე, წლების განმავლობაში უნივერსიტეტში მუშაობდა და კარგად იცის ისტორია, ასევე კარგად იცის ფინანსები და ბევრ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება ზაზა ხუციშვილს, იგი კერძო სექტორში მოღვაწეობდა და კარგად იცის სოციალური საკითხები. მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული სოფლის მეურნეობის კუთხით და საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია’.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
ზაზა ხუციშვილი

არც ავთანდილ თელიაშვილი და არც ზაზა ხუციშვილი კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრები არ ყოფილან. რაც შეეხება თამარ გოგოლაძეს, 2006 წლიდან დღემდე, ”საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. შეგახსენებთ, რომ სწორედ ’რესპუბლიკელების’ოფისში ჰქონდა გახსნილი შტაბი ახალციხეში ’ქართულ ოცნებას’. თუმცა, შტაბის ოფიციალურ გახსნასა და მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას, თამარ გოგოლაძე არ დასწრებია. ამის შემდეგ იგი ახალციხეში აღარც გამოჩენილა.

’როდესაც ახალციხეში ”ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატად დასახელდა გურამ კუტალაძე, ხოლო შტაბის უფროსად ელვარდი ზაზაძე, ეს იყო ივლისის ბოლოს, მე არ ვიყავი ახალციხეში. ვიყავი დავით უსუფაშვილის შტაბში. ამ შემთხვევაში, საქმისთვის ასე სჯობდა’, - ამბობს თამარ გოგოლაძე.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
თამარ გოგოლაძე

გოგოლაძესა და ხუციშვილს განცხადება გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზეც ჰქონდათ შეტანილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

გამგებლის მოადგილეების ბეგ-ისტორია და სამომავლო გეგმები
”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
გამგებელმა მოადგილეებს ფუნქციები გადაუნაწილა
გამგებელმა მოადგილე შეცვალა
ზაზა ხუციშვილი - ”სამსონიძემ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა”
16 რწმუნებულიდან 12 შეიცვალა
„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს