FM97.5 / LIVE

მუსიკა საზღვრების გარეშე

მთავარისაზოგადოება 28.03.2016
გულდასაწყვეტია, რომ გაზეთის ფურცლებით მელოდიებს ვერ გიზიარებთ, თუმცა, ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი ის ფენომენია, რომელზეც აუცილებლად უნდა გიამბოთ...

მუსიკა საზღვრების გარეშე

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასთან ერთად შეიქმნა. თავდაპირველად ორკესტრის რეპერტუარში, ძირითადად, სახელმწიფო ჰიმნები, სამხედრო მარშები და სამგლოვიარო მუსიკალური ნაწარმოებები შედიოდა, ბოლო პერიოდში კი ორკესტრი მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებს ასრულებს.

რეპერტუარის მრავალფეროვნება სამხედრო ორკესტრს საინტერესო სოლო საკონცერტო მოღვაწეობის საშუალებას აძლევს. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრს ხშირად იწვევენ სხავადასხვა კონცერტზე, საერთაშორისო ფესტივალზე. 2008-2009 წლებში უკრაინის ქალაქ სუმში, 2014 წელს კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ სამხედრო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სამხედრო ორკესტრი შეუდარებლად წარდგა მსმენელთა წინაშე და უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურა.

ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს უფროსი ლეიტენანტი კობა მერმანიშვილი ხელმძღვანელობს. მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ 2014 წელს მსოფლიოში აღიარებულ პიანისტებთან, ლექსო თორაძესა და ედიშერ სავიცკისთან ერთად, გაიმართა კონცერტების სერია, სადაც შესრულდა გერშვინის და პროკოფიევის ნაწარმოებები, ადაპტირებული ფორტეპიანოსა და სასულე ორკესტრისათვის.

ორკესტრის ხელმძღვანელი უფროსი ლეიტენანტი კობა მერმანიშვილი: „მიხარია, რომ ნაწილობრივ დავამსხვრიეთ სტერეოტიპი და მუსიკალურმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ სამხედრო ორკესტრისთვის არ არსებობს შეზღუდვა, არ არსებობს სირთულე. ეროვნული გვარდიის ორკესტრი ისეთი სირთულის ნაწარმოებებსაც ასრულებს, როგორიც არის გერშვინის „ცისფერი რაფსოდია, პროკოფიევის „კონცერტი N1.
მუსიკას არ აქვს უმაღლესი წერტილი, საბოლოო მიზანი, რომლისკენაც მიდიხარ. მუსიკა უსასრულოა და შესაბამისია მოქმედების პრინციპიც: რაც უფრო მეტს მუშაობ, რაც უფრო მეტს ისმენ, უფრო მეტს აღმოაჩენ... ამიტომაც წინ ძალიან ბევრი მუსიკალური ექსპერიმენტი და სიახლე გვაქვს.

ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს წარმატებას ვუსურვებთ, მკითხველისთვის კი კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გვაქვს:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. საუკეთესო მარში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება. შეიარაღებული ძალების სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით გამოაცხადა. მისი მიზანი ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარება და ტრადიციების ჩამოყალიბებაა. საკონკურსო განცხადებების მიღება - 2016 წლის 23 თებერვლიდან 29 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება კონკურსში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ პირს შეუძლია.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მოგვწეროთ ორკესტრის ფეისბუქის გვერდზე:
https://www.facebook.com/MODorchestra

(R)


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  სამხედრო ორკესტრის ბენდი კონცერტს გამართავს
ქართულ ჯარს 26 წელი შეუსრულდა
საქართველომ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა [R]
ჩვენ ვდგავართ ქართული ჯარის გვერდით! [R]
თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა ახალციხეში კონცერტი გამართა
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
დღის კითხვა: უნდა ჩატარდეს თუ არა სამხედრო აღლუმი 26 მაისს [Video]