სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აშენდება

მთავარიეკონომიკა 26.03.2016
ახალციხეში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ენერგოეფექტური ბაგა–ბაღი აშენდება. ამ ეტაპზე ტენდერი შენობის საპროექტო სამუშაოებზეა გამოცხადებული.

ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აშენდება
ახალციხეში ახალი ბაგა–ბაღის მშენებლობა იაძის N12–ში, მეოთხე–ბაგა–ბაღის ტერიტორიაზე იგეგმება. საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი 40.000 ლარზეა გამოცხადებული.

როგორც სატენდერო დოკუმენტშია მითითებული, ახალციხის მერია სკოლამდელი ასაკის და დაწყებითი კლასების ბავშვების აღზრდის მულტიფუნქციური დანიშნულების მწვანე სასწავლო შემეცნებითი ცენტრის მშენებლობას გეგმავს.

მშენებლობის დაწყებამდე მეოთხე ბაგა–ბაღის შენობის დემონტაჟი იგეგმება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი: 280 და 120 მოსწავლეზე გათვლილი შენობები აშენდება.

ახალაშენებულ ბაგა–ბაღს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გარდა სხვა ფუნქციებიც ექნება.დასვენების დღეებში საკვირაო სკოლა, კლასგარეშე გადამზადების ცენტრი და სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულება იფუნქციონიერბს.

საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი 23 მარტს გამოცხადდა და, 25 მარტს დასრულდა.

როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და რა ოდენობის თანხა დაიხარჯება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ცნობილია, რომ მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი და ენერგოეფექტური შენობების აშენებას ახალციხის მერია მარტო თავისი ხარჯებით ვერ შეძლებს. თვითმმართველობა თანადაფინანსებისთვის დონორებს ეძებს.

„ზუსტად ძნელია გაანგარიშება. ხარჯთარღიცხვის გაკეთების შემდეგ გაირკვევა რა დაჯდება შენობის აშენება. გვეყოლება პარტნორები, რომლებიც დაგვეხმარებიან“,– ამბობს ახალციხის მერის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი.

ვინ იქნება პატრნიორი ორგანიზაცია, მერიაში პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ: „გვაქვს მოლაპარაკებები და ამაზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, როდესაც ყველაფერი გადაწყდება“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

04.04.2018 პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.04.2018 როგორია ფერომონების შედეგები საქართველოს რეგიონებში

18.04.2018 'მესხეთი' დავით ყიფიანის თასის თამაშებს გამოეთიშა

18.04.2018 ‘დედაენის კვირეული’ მეშვიდე სკოლაში

17.04.2018 ვალეში წყლით მომარაგება აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის 8 ბაღიდან 4 ჯერ ისევ შეშით თბება
2017 წელს ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აღარ აშენდება
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში შენდება
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში
ვალეში საბავშვო ბაღს გაარემონტებენ
წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს