FM97.5 / LIVE

2016 წელს ქალაქის შიდა გზებისთვის 178.490 ლარია გათვალისწინებული

მთავარიეკონომიკა 25.03.2016
მიმდინარე, 2016 წელს, ახალციხის შიდა გზების მოვლა–პატრონობა შპს "ოცხეს" ევალება. ახალციხის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულება 178.490 ლარზე აქვს გაფორმებული.

2016 წელს ქალაქის შიდა გზებისთვის 178.490 ლარია გათვალისწინებული

2016 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში შემავალი საავტომობილო გზების შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოებზე ტენდერი ახალციხის მერიამ გასული, 2015 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ტენდერში მხოლოდ შპს "ოცხე" მონაწილეობდა. კომპანიამ ტენდერი 178.490 ლარით მოიგო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შპს "ოცხე" ვალდებულია მთელი წლის განმავლობაში იზრუნოს ქალაქის შიდა, საავტომობილო გზებზე.

მის მოავლეობებში შედის დაზიანებული ასფალტო – ბეტონის საფარის ორმული შეკეთება და სასურათე შეკეთება ორფენიანი აასფალტო – ბეტონის საფარის მოწყობით. "ოცხეს" მოვალეობებში შედის ასევე, ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთება, სკვერებში და ტროტუარებზე დაზიანებული ქვაფენილების დემონტაჟი და ახალის მოწყობა, სტანდარტული ზომის ახალი საგზაო ნიშნების მონტაჟი, თუჯის დაზიანებული ცხაურების მოხსნა და ახალი თუჯის ცხაურების მოწყობა, ლითონის დაზიანებული ცხაურების მოხსნა და ახალი ცხაურების მოწყობა შეღებვით, ლითონის დაზიანებული ცხაურების მოხსნა და ახალი თუჯის ცხაურების მოწყობა, ასევე, ზამთრის პერიოდში 20%-იანი ქვიშა-მარილის (ფრაქცია 0,5) მოყრა სავალ ნაწილზე ავტომანქანით, პარაპეტების და ხიდის მოაჯირების შეღებვა და ზამთრის პერიოდში ქუჩების გაწმენდა თოვლის საფარისაგან.

"ხელშეკრულების მიხედვით, ეტაპობრივად ხდება ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თანხებიც შესრულებული სამუშაოების მიხედვით იხარჯება“, – ამბობს შპს "ოცხეს" მფლობელი იური მელიქიძე.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს, ზამთრის პერიოდში, თოვლისაგან გზების გაწმენდასა და ტექნიკური მარილის დაყრაში 26 000 ლარი დაიხარჯა. გზების ორმულ შეკეთებას კი, რაც ქალაქში ახლა ხდება, 15.000 ლარი მოხმარდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეკეთება დაიწყეს [Photo]
რა თანხას დახარჯავს ახალციხის მერია გზების მოვლა–პატრონობისთვის
ახალციხეში გზების ორმული შეკეთება დროებით შეჩერდა
ეტაპი II - ახალციხეში გზების ორმული შეკეთება გრძელდება [Photo]
ახალციხეში გზების  ორმული შეკეთება დაიწყო
მარდის დასახლებაში დაზიანებული ცხაურები გამოცვალეს
ახალციხეში ახლადდაგებული ასფალტი ცხაურების მოსაწყობად გაჭრეს