FM97.5 / LIVE

‘ვეფხისტყაოსნის’ ზეპირად მცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა

მთავარიგანათლება, საზოგადოება 24.03.2016
შოთა რუსთაველის პოემის "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შევსება 10 ივნისამდეა შესაძლებელი.

‘ვეფხისტყაოსნის’ ზეპირად მცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა

კონკურსი 2016 წლის 23-24 ივნისს, ახალციხეში ჩატარდება. იგი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებისათვის ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის. საკუთარი ცოდნის წარმოჩენა საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. ისინი კონკურსში "skype"-ის საშუალებით ჩაერთვებიან.

მსურველებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 10 ივნისამდე უნდა გააგზავნონ, მისამართებზე: aramaterialuri@yahoo.com, bguliko@mail.ru. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სატელეფონო ზარითაც, საკონტაქტო ნომრებზე: 599 08 40 03; 599 08 40 14;ან 558 50 48 46.

საკონკურსო დღეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟიურის წევრები მონაწილეთა ცოდნას შეამოწმებენ. საბოლოოდ, „ვეფხისტყაოსნის“ საუკეთესო მცოდნე გამოვლინდება.

2015 წლის 30 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დეკემბრის თვეში კი მოზეპირეთა გამოსავლენად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკურსი ჩატარდა. პირველი ადგილის მფლობელი ორი მონაწილე: ანრო ცირეკიძე და თემურ ხუციშვილი გახდნენ. "ვეფხისტყაოსნის" მოზეპირეთა კონკურსი სამცხე–ჯავახეთის უნივერტეტმა პირველად 1999 წელს ჩაატარა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

"ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მთქმელთა კონკურსისათვის მზადება დაიწყო
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„ვეფხისტყაოსნის“  ზეპირად გადაცემის ტრადიცია არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარეს
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ნინოწმინდასა და ახალქალაქში მანდატურების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა