FM97.5 / LIVE

’ხელისუფლებაში ’ოცნების’ ნიღბით შემოსილი ’ნაციონალები’ შედიან’

მთავარიპოლიტიკა 10.12.2012
”ხელისუფლებაში”ოცნების” ნიღბით შემოსილი ”ნაციონალები” შედიან”, - აცხადებენ ორგანიზაციაში ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის”

’ხელისუფლებაში  ’ოცნების’  ნიღბით შემოსილი  ’ნაციონალები’  შედიან’
”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე ბესიკ ხითარიშვილის დანიშვნას აპროტესტებს.

”თბილისიდან ჩამოსული იყვნენ ბადრი მენუკრიშვილი, ავთანდილ თელიაშვილი, კახაბერ ინდუაშვილი, რომლებიც ამბობენ, რომ თბილისში საბჭომ გადაწყვიტა გამგებლად ეს უნდა დავნიშნოთო. ვერ გეტყვით, რომელ საბჭოზე ლაპარაკობდნენ და ვინ გადაწყვიტა გამგებლის დანიშვნა, მაგრამ ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ”ნარჩენები” კვლავ ძალაობენ არაკანონიერი გზით ” , - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბიჭაშვილმა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალციხის ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მათ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელზე წერილიც გააგზავნეს.

”პრემიერს მივწერეთ, რაც აქ ხდება და გადაიხედება მესხეთ-ჯავახეთის საკითხი. გვაინტერესებს, ეს პირები რა მოტივით, რის საფუძველზე ჩამოვიდნენ. ის ხალხი, ვინც მართლა ”ოცნებაში” იყვნენ, ისინი საერთოდ გვერდზე გაწიეს და ”ხელისუფლებაში”ოცნების” ნიღბით შემოსილი ”ნაციონალები” შედიან”, - განაცხადა ბიჭაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი 4 დეკემბერს გახსნა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა
”ერთსულოვნებამ” დაგეგმილი აქცია გადადო
”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება [Video]
"ერთსულოვნების” გამაფრთხილებელი აქცია [Video]
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ