FM97.5 / LIVE

'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად'– ხვალ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

მთავარისაზოგადოება 23.03.2016
34 წელიწადია 24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2016 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა გლობალური მზაობა ტუბერკულოზის ეპიდემიის დასამთავრებლად - “Unite to End TB”– „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“.

'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად'– ხვალ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 1,5 მილიონზე მეტი იღუპება.

2014 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზის ყველა ფორმის 3,850 შემთხვევა (პრევალენტობა - 103 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე); მათგან 2,807 შემთხვევა იყო ახალი (ინციდენტობა - 75 შემთხვევა 100.000 მოსახლეზე). წინასწარი მონაცემებით 2015 წელს საქართველოში რეგისტრირებული ტუბერკულოზის შემთხვევათა აბსოლუტურმა რაოდენობამ შეადგინა 3 615.

2015 წელს გამოიკვეთა ტუბერკულოზის საერთო შემთხვევების და მათ შორის მულტირეზისტენტული ფორმის შემთხვევათა კლება ქვეყნის მასშტაბით. ეს მიღწეულ იქნა სახელმწიფოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით. თუმცა, დაავადების შემცირების დადებითი ტენდენციის მიუხედავად, მულტირეზისტენტული (MDR) ტუბერკულოზი კვლავ რჩება ქყევნის მთავარ გამოწვევად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით ქვეყანაში გახორციელებული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად - პაციენტთა ფულადი წახალისების სქემის თანადაფინანსებასაც უნზრუნველყოფს: "2015 წლიდან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა მიმდინარეობს ახალი რეჟიმების მიხედვით (ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული გაიდლაინების მოთხოვნათა დაცვით); ქვეყანაში პროგრამულად ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტი - ბედაქილინი (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გლობალური დონაციის პროგრამით); 2015 წელს, ქვეყანამ საბიუჯეტო სახსრებით პირველად შეიძინა ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტები".

[SKNEWS.GE]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა
ტუბერკულოზის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში
კვირის აქცენტი: აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო – მთავარი სირთულეები [Video]
ახალციხეში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო
როგორ აღნიშნეს 24 მარტი ახალციხეში
თბილისი - პარიზი: გადარჩენის გზა [Video]
რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?