FM97.5 / LIVE

უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო

მთავარიპოლიტიკა 23.03.2016
ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერს სასამართლო პროცესი ნაწილობრივ მოუგო. გიორგი კოპაძეს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერით ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა დაევალა.

უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გია ბერაიამ დეპუტატ ჯიმშერ გოგოლაურის სარჩელი ახალციხის მერის გიორგი კოპაძის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი კოპაძემ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გადაცემა „დიალოგში“ ჯიმშერ გოგოლაურზე გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება უნდა უარყოს. სწორედ ამ გადაცემაში უთხრა გიორგი კოპაძემ დეპუტატ ჯიმშერ გოგოლაურს, რომ „მაშინ როცა იგი პოლიციის თანამშრომელი იყო, პატიმრებს ბოთლებზე სვამდა და პატიმრები ამის გამო ფანჯრებიდან ხტებოდნენ“.

მოსამართლის თქმით, სასამართლოში წარმოდგენილ დისკზე აშკარად ჩანს, რომ კოპაძე პირადად ჯიმშერ გოგოლაურს მიმართავს და ცილს სწორედ მას სწამებს: „ეს მიჩნეულ იქნა ცილისწამებად და ამავე გადაცემაში ამის უარყოფა დაევალოს მერს. ასევე გადაიხადოს ბაჟი 100 ლარი“.
გადაწყვეტილების გამოცხადებას მოპასუხე გიორგი კოპაძე არ ესწრებოდა, როგორც მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, „ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და აუცილებლად გაასაჩივრებენ“.

თავად ჯიმშერ გოგოლაური და მისი ადვოკატი მზია გიორგაძე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ.

„ვითხოვდით, რომ ბოდიში მოეხადა „სამხრეთის კარიბჭეშიც“, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება თითქმის სრულად დაკმაყოფილდა, აღარ გავასაჩივრებთ“, – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური.

შეგახსენებთ, ახალციხის მერის განცხადების გამო გოგოლაურმა ჯერ პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ საქმეზე გამოკითხვებიც დაიწყო, თუმცა, საქმის წარმოება აღარ გააგრძელა იმ მოტივით, რომ ეს სამოქალაქო დავაა. ამის შემდეგ, 2016 წლის 1 თებერვალს, გოგოლაურმა სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში შეიტანა. გოგოლაური ახალციხის მერისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურებას ითხოვს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
ახალციხის მერიამ უმცირესობის დეპუტატის საქმეზე გადაწყვეტილება გაასაჩივრა
დეპუტატი მერის წინააღმდეგ – გოგოლაურმა ამჯერად სასამართლოს მიმართა
ყოფილმა მერმა დეპუტატს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – საქმე უზენაესშიც დასრულდა
საქმეზე ‘დეპუტატი მერის წინააღმდეგ’ სასამართლო განხილვა დასრულდა
უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ
დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ