FM97.5 / LIVE

გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ

მთავარი 10.12.2012
„უნიმედი სამცხეს“ გათავისუფლებული თანამშრომლები საავადმყოფოს ახალი მფლობელის სახელზე საჩივარს ამზადებენ. პარალელურად, ქალაქში მედ-პერსონალის დასაბრუნებლად მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს.

გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ
საავადმყოფოდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი სამსახურიდან გაშვება კანონის დარღვევით მოხდა, ამიტომ თავიანთი უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებენ. ჯანდაცვის მინისტრის სახელზე წერილის გაგზავნას მომავალ კვირაში გეგმავენ.

”ვეძებთ სიმართლეს, მაინტერესებს რის საფუძველზე გაგვათავისუფლეს და რატომ დატოვეს ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე. დღე არ გავა, რომ პაციენტმა არ დამირეკოს. ახალშობილებთან სახლში მივდიოდით და იქ ვემსახურებოდით, ახლა რა ეშველებათ?”-კითხულობს მედდა ნაზი პონიატოვსკი.

გათავისუფლებული მედ-პერსონალი ფიქრობს, რომ კონტრაქტზე ხელი ახალმა ხელმძღვანელობამ მოტყუებით მოაწერინა.

”დარბაზში შეგვკრიბეს და კონტრაქტები დაგვირიგეს, თან გვაჩქარებდნენ, რომ სწრაფად მოგვეწერა ხელი, ისე მოვაწერეთ კონტრაქტი არ წაგვიკითხავს. ერთი ეგზემპლარი ჩვენ დაგვიტოვეს, მეორე კი წაიღეს,- გვიხსნის პონიატოვსკი და ამატებს, რომ მას შემდეგ, რაც კონტრაქტი წაიკითხეს, კითხვები გაუჩნდათ და საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დავით მაისურაძეს მიმართეს, - მაისურაძემ გვითხრა, რომ სანერვიულო არაფერი გვქონდა და სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხე არავის გვემუქრებოდა. თან გაგვაფრთხილა, რომ ინფორმაცია გარეთ არ უნდა გაგვეტანა”.

საავადმყოფოს ახალი მფლობელის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” სახელზე საჩივრის დაწერას განთავისუფლებული მედ-პერსონალი მომავალ კვირაში გეგმავს.

”ვაპირებთ ”ალდაგს” ვუჩივლოთ ჩვენი უფლებების დარღვევისთვის. პირველადი ჯანდაცვის პროგრამა არსებობს, მაგრამ სადაზღვეო კომპანიამ შეითავსა, რადან თანამშრომლები შეემცირებინა. ჩვენ ბავშვებს სხვა განყოფილებების მედდები რატომ უნდა მომსახურონ, მაშინ ექვს თვიანი კურსები რისთვის გაგვატარეს?! ხელფასების მომატებას გვპირდებოდნენ და სანაცვლოდ სულ გაგვათავისუფლეს”, - ამბობს მედდა მარინა ადანაია.

მედ -პერსონალის საავადმყოფოში დაბრუნების მოთხოვნით, ქალაქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის,ოლეგ სანდროშვილის სახელზე,ხელმოწერები გროვდება.
”ორი მცერეწლოვანი ბავშვი გვყავს, პატარა სულ რამდენიმე დღისაა, ვინ უნდა გასინჯოს?! დღეების ბავშვი საქალაქო ავტობუსით როგორ წავიყვანო საავადმყოფოში. დაზღვევა კი გვაქვს, მაგრამ სახლში ვინ მოვა? ვაგროვებთ ხელმოწერებს, რათა უბნის ექინები დაგვიბრუნონ”, - ამბობს ბავშვების ბებია ციცო სამსონიძე.

იურისტები ამბობენ, რომ პრობლემა შრომის კოდექსია. ყველა უფლებამოსილებადამქირავებლის სასარგებლოდაა გადაწყვეტილი.

იურისტ ეკა აბაშიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირს ,რადგან მედ-პერსონალის კონტრაქტისთვის არ გადაუხედავს: ”პირველი, სათავე უნდა მოიძიო, რომ გაერკვე ამ საქმეში. საინტერესოა, ”ალდაგი ბისიაის” შვილობილმა კომპანიამ რა ხელშეკრულებით და რა უფლებებით შეიძინა ეს ქონება, პროფილის უცვლელად, შეუმცირებლად თუ არა. რამდენადაც ვიცი, თანამშრომლებს უთხრეს, რომ ექვსი თვის განმავლობაში მათი შემცირება არ უნდა მომხდარიყო და არც ხელფასების შემცირება იყო მოსალოდნელი. თუმცა პირველი ნოემბრიდან მომსახურების საფასური გაიზარდა და პირველი დეკემბრიდან მედ-პერსონალის ნაწილს ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს”.

აბაშიძე ამბობს, რომ მედ-პერსონალის ასე ხელაღებით შემცირება ძალიან ცუდი მომენტია. გარდა ამისა, საავადმყოფოში სხვა პრობლემებიცაა და თუ საავადმყოფო გაფიცვას მოაწყობს, იგი პერსონალის გვერდით დადგება.

საავადმყოფოს მედ-პერსონალის გათავისუფლებისა და პოლიკლინიკის დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე კომენტარის მოპოვება ”სამხრეთის კარიბჭემ” ჯანდაცვის სამინისტროდანაც სცადა და ”ალდაგი ბისიაისგანაც”. სამინისტროს კითხვები ჯერ კიდევ გასულ კვირას, ექიმების გათავისუფლებისთანავე მივწერეთ. თუმცა, ამ დრომდე პასუხები ვერც სამინისტროსგან მივიღეთ და ვერც საავადმყოფოს ახალი მფლობელისგან.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]
ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
ექიმმა  ”ალდაგს” სასამართლო პროცესი მოუგო