FM97.5 / LIVE

ორი წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, მესხეთის თეატრში სცენას დააგებენ

მთავარისაზოგადოება 23.03.2016
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სცენის დაგება იწყება, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ორიენტირი 2012“ შეასრულებს.

ორი წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, მესხეთის თეატრში სცენას დააგებენ
მესხეთის დრამატულ თეატრში სცენის დაგება უახლოეს მომავალში დაიწყება. სატენდერო პირობების მიხედვით სცენის აღდგენის და გარე საკანალიზაციიო სისტემის დაფარვის სამუშაოები 40 დღეში უნდა დასრულდეს.

გამარჯვებულ შპს „ორიენტირი 2012“–თან მესხეთის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება გუშინ, 22 მარტს გააფორმა. სამუშაოებისთვის 20.800 ლარია განსაზღვრული.

თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ ვიდრე სცენა არ მოწესრიგდებოდა, მანამდე სეზონს არ გახსნიდნენ, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალეს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ 1 მაისს უნდა დასრულდეს და ამ დრომდე სეზონის გახსნა ძალიან დაგვიანდებოდა. სცენა ნაწილ–ნაწილ აიყრება და ახალი იატაკი დაიგება. ისე გადანაწილდება სამუშაოები, რომ ხელი არ შეგვეშლება“, – ამბობს მესხეთის დრამატული თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი.

გაზაფხულის თეატრალური სეზონი, მესხეთის დრამატულ თეატრში გუშინ, 22 მარტს გაიხსნა სპექტაკლით "სანამ დაგვიძახებენ".

შეგახსენებთ, რომ მესხეთის თეატრის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კულტურის სამინისტრომ 140 ათასი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ქრისტინე სარაშვილი“ ასრულებდა, იმის გამო, რომ აღნიშნულმა შპს–მ სცენაზე ხარისხიანი მასალა ვერ დააგო და სამუშაოებიც დროში გაიწელა, კომპანია დაჯარიმდა და ხელშეკრულებაც შეუწყდა. თეატრის ადმინისტრაციას იატაკის მოსაწყობად ტენდერის გამოცხადება სამჯერ მოუწია.

მესამედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას ორი პრეტენდენტი შპს „შენი სტილი“ და შპს „ორიენტირი 2012“ იღებდა. თუმცა შპს–მ „შენი სტილი“ კომისიის წინაშე ვერ წარადგინა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, რის გამოც დისკვალიფიცირებული იქნა და ხელშეკრულება მეორე პრეტენდენტთან გაფორმდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში სცენის მოსაწყობად  გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
მესხეთის თეატრს მშენებელი კომპანია სასამართლოში უჩივის
მესხეთის თეატრის გარდერობსა და ფოიეში წყალი ჩადის
მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს
ვის დაეკისრა მესხეთის თეატრის დაზიანებული სახურავის შეკეთება?
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
მესხეთის სახელმწიფო თეატრში სეზონი გაიხსნა