სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვის მისცემენ პასუხისგებაში იმ ავარიის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა

მთავარისამართალი 22.03.2016
სოფელ ჭაჭარაქთან მომხდარი ავარიის გამო, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელი მანქანის მძღოლი მიეცემა პასუხისგებაში, ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გაირკვევა.

ვის მისცემენ პასუხისგებაში იმ ავარიის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა

ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, სოფელ ჭაჭარაქთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ–ის 276 მუხლის პირველი ნაწილით იძიებდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. თუმცა, მას შემდეგ რაც ერთ–ერთი დაშავებული გარდაიცვალა, ძიება 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამო, თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და "ნივის" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად "ნივაში" მჯდომი ორი მოქალაქე დაშავდა. რომელი მანქანის მძღოლს მისცემენ პასუხისგებაში, ჯერ უცნობია.

„დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა, პასუხების მიღების შემდეგ გაირკვევა მძღოლის ბრალეულობა“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 21 მარტს, გვიან ღამით სოფელ ჭაჭარაქთან მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლი უვნებლად გადარჩა. მსუბუქ მანქანის მძღოლი მგზავრთან ერთად მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი, სწორედ მსუბუქ მანქანაში მჯდომი მგზავრია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

13.02.2018 სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

15.02.2018 ახალციხეს ის გერბი ექნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გაყოფამდე ჰქონდა

15.02.2018 ბაკურიანი 'სკი კროსში' საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ავარიის შედეგად დაზარალებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ავარიის შედეგად დაზარალებული ორი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში – გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა