FM97.5 / LIVE

ახალქალაქში „ოცნების“ ფრაქციის შექმნა ჭიანურდება

მთავარიპოლიტიკა 09.12.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ რეგისტრაციის განაცხადი მიიღეს. ფრაქცია 3 დეპუტატისგან შედგება

ახალქალაქში „ოცნების“ ფრაქციის შექმნა ჭიანურდება
ახალი ფრაქციის გახსნის საკითხს დეპუტატები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. თითქმის ერთი თვეა, რაც საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ შექმნაზე საუბარი მიმდინარეობს. თუმცა, განაცხადი სხვადასხვა მიზეზების გამო ამ დრომდე არ მიიღებოდა.

ახალქალაქის საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე პოღოს ბერიკიანი ფრაქციის შექმნის გაჭიანურების მიზეზად ტექნიკურ ფაქტორს ასახელებს.

- „მათ განაცხადს არ ქონდა თარიღი, მათივე მიზეზით დაგვიანდა, ხელმძღვანელობის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, უნდოდათ და გახსნეს. როგორც კი ბიუროს სხდომა იქნება, პირველივე ბიურო დაამოწმებს. ბიუროს სხდომები გეგმიურად იმართება“, - ამბობს პოღოს ბერიკიანი.

როდის იქნება ბიუროს გეგმიური სხდომა, საკრებულოში ვერ აკონკრეტებენ. თუმცა, ამბობენ, რომ სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაიმართება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 31 დეპუტატია, ამათგან მხოლოდ ერთია ოპოზიციურ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოდან“, დანარჩენები 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობიდან აირჩიეს.

ახალ ფრაქციაში „კოალიცია - ქართული ოცნება“ სამი წევრია, საკრებულოს დეპუტატი სოფელ კოთელიიდან ხვიჩა ხმალაძე, სოფელ არაგვას დეპუტატი გრიგოლ მანუშაიანი და ოკამის დეპუტატი უშანგი ოქროაძე. ფრაქციის თავმჯდომარე ხვიჩა ხმალაძე იქნება.

უშანგი ოქროაძის თქმით, საკრებულოს დოკუმენტები და წესდება უკვე წარუდგინეს.

- „ჯერ ფრაქცია გაიხსნას და მერე გამოჩნდება, რა სამუშაოებს ჩავატარებთ. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი ხელმძვანელობაში ცვილებები მოხდება თუ არა. მთავარია, ფრაქცია გაიხსნას, მერე შევხედავთ. არ ვიცი, რატომ აჭიანურებენ. რომ ვთქვა, გაჭიანურებაში დამნაშავეები მხოლოდ ისინი არიან-თქო, ასე არ არის, ჩვენც დამნაშავე ვართ“, - ამბობს ოქროაძე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო კომისიაში ჯერ მხოლოდ ერთი ფრაქციის განცხადებაა. თუმცა, ამბობენ, რომ საკრებულოში კიდევ რამდენიმე ფრაქციის შექმნაა დაგეგმილი.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა
ადიგენის საკრებულოში ფრაქციის შექმნაზე სამი განაცხადი შევიდა
ასპინძაში "ოცნება" ფრაქციას ვერ არეგისტრირებს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს
ახალციხის საკრებულოში ფრაქციების შესაქმნელად ჯერ ორი განაცხადი შევიდა