FM97.5 / LIVE

ავარიის შედეგად დაზარალებული ორი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალა

მთავარისამართალი » შემთხვევა 22.03.2016
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, სოფელ ჭაჭარაქთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაციდან, ერთ–ერთი, ოპერაციის მიმდინარეობის პროცესში გარდაიცვალა.

ავარიის შედეგად დაზარალებული ორი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალა

ასპინძაში მცხოვრები, 37 წლის მამაკაცი, რომელიც "უნიმედი სამცხეში" იყო გადაყვანილი, დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა. „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედინიცო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ პაციენტი ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

„ოპერაცია ვერ გადაიტანა, პოლიტრამვა იყო. აბსოლუტურად დაზიანებული ქონდა მუცლის ღრუ. ცდილობდნენ სისხლდენა შეეჩერებინათ“, – აცხადებენ კლინიკაში.

გარდაცვლილის ახლობლები პაციენტის თბილისში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა ექიმებმა მისი გადაყვანის უფლება არ მისცეს.

"პაციენტი იმდენად მძიმე იყო, რომ გზაში გარდაიცვლებოდა“, – ამბობს ელდარ ალიევი.

ამ დრომდე სტაბილურად მძიმე რჩება მეორე დაზარალებულის მდგომარება. 62 წლის მამაკაცი მკურნალობას კლინიკა „იმედში“ გადის. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, სოფელ ჭაჭარაქთან, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 21 მარტს გვიან ღამით მოხდა. სოფელ ჭაჭარაქთან ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და "ნივის" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად "ნივაში" მჯდომი ორი მოქალაქე დაშავდა, –ავტომობილის მძღოლი და მგზავრი.

გარდაცვლილი მძღოლის მეგობრის შვილია. მას მეუღლე და 3 შვილი დარჩა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი მძღოლს არ უჩივის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

04.04.2020 ახალციხის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ავარიის შედეგად დაზარალებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა
ვის მისცემენ პასუხისგებაში იმ ავარიის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა
ივლიტასთან ავარიის გამო ერთი მოქალაქე დაშავდა [Photo]
ავარიის შედეგად დაშავებული რვა ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა