FM97.5 / LIVE

ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

მთავარისამართალი » შემთხვევა 22.03.2016
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, სოფელ ჭაჭარაქთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაციდან, ორივეს მდგომარეობა მძიმეა. ერთი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული,მეორეს კი ამ წუთებში ოპერაცია უკეთდება.

ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ მამაკაცს, რომელიც გუშინ ღამით „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ამ წუთებში ოპერაციას უკეთებენ.

„მისი მდგომარეობის შესახებ ინფრიმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – აცხადებენ კლინიკაში.

რაც შეეხება შუახნის მამაკაცს, რომელიც კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.

„ნაწლავები აქვს დახეთქილი, მუცილის ღრუში დანარჩენი ორგანოები არ არის დაზიანებული. ფეხიც რამდენიმე ადგილზე აქვს მოტეხილი“, –აცხადებენ კლინიკა „იმედში“.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი თბილისში გადაყვანა კი მდგომარეობის სიმძიმის გამო ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, სოფელ ჭაჭარაქთან, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 21 მარტს გვიან ღამით მოხდა. სოფელ ჭაჭარაქთან ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და "ნივის" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად "ნივაში" მჯდომი ორი მოქალაქე დაშავდა, –ავტომობილის მძღოლი და მგზავრი.

თვითმხილველების ინფორმაციით, "ნივის" მარკის ავტომობილი ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა. ავტომობილი ასპინძის მცხოვრებს ეკუთვნის და მისი ორივე მგზავრი ასპინძის მცხოვრებია. ტრაილერი კი დასავლეთ საქართველოდან მოდიოდა. ის ახალქალაქის მიმართულებით მოძრაობდა. სატვირთო ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იჯდა და მას დარტყმის შედეგად დაზიანება არ მიუღია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16.02.2020 სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება

16.02.2020 ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ავარიის შედეგად დაზარალებული ორი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალა
ავარიის შედეგად დაზარალებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა
ვის მისცემენ პასუხისგებაში იმ ავარიის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე ტრაილერი ამოტრიალდა [Photo]
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს