ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 22.03.2016
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, სოფელ ჭაჭარაქთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 21 მარტს, გვიან ღამით მოხდა. სოფელ ჭაჭარაქთან ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და "ნივის" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად "ნივაში" მჯდომი ორი მოქალაქე დაშავდა, –ავტომობილის მძღოლი და მგზავრი.

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ერთი მათგანი "უნიმედი სამცხეში" მეორე კი "კლინიკა იმედში".

თვითმხილველების ინფორმაციით, "ნივის" მარკის ავტომობილი ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა. ავტომობილი ასპინძის მცხოვრებს ეკუთვნის და მისი ორივე მგზავრი ასპინძის მცხოვრებია. ტრაილერი კი დასავლეთ საქართველოდან მოდიოდა. ის ახალქალაქის მიმართულებით მოძრაობდა. სატვირთო ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იჯდა და მას დარტყმის შედეგად დაზიანება არ მიუღია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. შსს–ს ინფორმაციით დანიშნულია ექსპერტიზა და მომხდარის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

[sknews.ge]


13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

14.08.2018 26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

14.08.2018 ახალციხეში ‘სპორტის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა გაიმართება

13.08.2018 სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ავარიის შედეგად დაზარალებული ორი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალა
ივლიტასთან ავარიის გამო ერთი მოქალაქე დაშავდა [Photo]
ავარიის შედეგად დაზარალებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე ტრაილერი ამოტრიალდა [Photo]
ავარია ივლიტასთან – დაშავდა ორი ახალგაზრდა
ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]