FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება

მთავარისაზოგადოება 18.03.2016
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო სამცხე–ჯავახეთში ზრდასრული პირუტყვის შემოწმებას იწყებს. სისხლის სინჯებს რეგიონის მასშტაბით ყველა სოფელში აიღებენ.

სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ლია ბექაურის განმარტებით, სისხლის აღების შემდეგ, ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე ცხოველი სასაკლაოზე, ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ დაიკვლება.

„სისხლის სინჯებს ზრდასრული ცხოველებისგან მასობრივად ყველა სოფელში ავიღებთ და ჩვენ თვითონ ჩავაბარებთ ლაბორატორიაში“, – ამბობს ლია ბექაური.

მისი თქმით, სისხლის სინჯებს მანამდე მანამდე აიღებენ, ვიდრე დასახლება დაავადებული ცხოველისგან სრულად არ გასუფთავდება: „ეს არის კერის გაჯანსაღება, საკმაოდ შრომეტევადი და რთული საქმეა. შესაძლებელია ცხოველს გარეგნულად არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ რეალურად დაავადებული იყოს“.

რეგიონის მასშტაბით ბრუცელოზის დაავადების კერა ძირითადად ადიგენსა და ასპინძაშია. მასობრივად ცხოველთა დაავადების შემთხვევები 2013 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში გამოვლინდა და დღემდე ეს პრობლემად რჩება. რუსთავში დაავადება ადამიანებზეც გადავიდა. ადგილობრივების ნაწილი დღემდე მკურნალობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ბრუცელოზზე ცხოველის გამოკვლევებს პერიოდულად ატარებენ. სამსახურის უფროსის ლია ბექაურის განმარტებით, გასულ წელს ნოემბერსა და დეკემბერში შემოწმებული პირუტყვის 3%–ს ბრუცელოზი აღმოაჩნდა.

„წინა წელს ძირითადად ფერმებში ავიღეთ სისხლის ანალიზი, იქ სადაც ბევრი საქონელი ყავდათ, ამჯერად ღონისძიებას უფრო მასიური ხასიათი ექნება. სისხლის ანალიზის აღებას უახლოეს დღეებში დავიწყებთ“, – განმარტავს ლია ბექაური.

ვეტერინარები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თუ მათ პირუტყვს კვლევის შედეგად ბრუცელოზი დაუდგინდა, აუცილებელად დაკლან ვეტერინარულ–სანიტარული წესების დაცვით.

დაკლული პირუტყვის ხორცი საკვებად მხოლოდ თერმული დამშავების შემდეგ არის შესაძლებელი.

მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი (აუდუღარი) რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი.

ბრუცელოზის ადამიანზე გადაეცემის გზებია:
• კონტაქტური - ავადმყოფი ცხოველის აბორტულ მასალასთან, სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხება, პირუტყვის ტყავისა და მატყლის დამუშავება;

• საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენება (რძე, რძის პროდუქტები, ხორცი);

იშვიათად:
• ასპირაციული - ბრუცელას ბაქტერიებით დასენიანებული მტვრის, მშრალი ნაკელის, მატყლის ნაწილაკების მოხვედრა პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანში.

ძალზედ იშვიათად!
- ბრუცელოზის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება მოხდეს სისხლის გადასხმის ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის, სქესობრივი კონტაქტის და ძუძუთი კვების დროს.

როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრუცელოზზე?

ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.
ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

• ცხელება
• ზოგადი სისუსტე
• ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით (სპეციფიური, არასასიამოვნო სუნის ოფლი)
• ტკივილები- განსაკუთრებით თავის და ზურგის კუნთების.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

25.06.2019 დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი გავრცელდა
'ლუკმა გამოეცალა ხალხს ხელიდან' – წინუბანში ბრუცელოზით 28 ძროხა დაავადდა
სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზით 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
სოფელ ანში ბრუცელოზის შემთხვევებმა იმატა
სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა