FM97.5 / LIVE

”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა

მთავარისაზოგადოება 07.12.2012
მიმტანი, სტილისტი, ბარმენი, მშენებელი, ელექტროშემდუღებელი, მეფილე-მომპირკეთებელი - ამ მიმართულებებით სამცხე-ჯავახეთში 18 პრობაციონერი ახალგაზრდა დასაქმდა

”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო ”კავკასიაში” დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა ასოციაცია ”ტოლერანტმა” საზოგადოებას ის შედეგები გააცნო, რასაც დაწყებიდან ამ დრომდე პირობით მსჯავრდებულთა პროექტის ფარგლებში მიაღწიეს.
პროექტს ”პირობითი მსჯავრდებულები (პრობაციონერი) ახალგაზრდების უფლებების დაცვა, მათი საზოგადოებაში რესოციალიზაციი ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთში” ასოციაცია ტოლერანტი 2012 წლიდან ახორციელებს.

ასოციაცია ”ტოლერანტის” მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 460 პრობაციონერია. პროექტის ფარგლებში 60-მა გადამზადების კურსები გაიარა, 18 მათგანი კი უკვე სხვადასხვა სამსახურში დასაქმდა.

”ტოლერანტის” თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის განმარტებით, პრობაციონერებმა სხვადასხვა კურსები ახალციხის პროფესიულ სასწავლებელში გაიარეს.

”ტოლერანტის” სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები (პოლიცია და პროკურატურა) იურიდიული დახმარების სამსახური, მედია და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მისი პარტნიორი ორგანიზაცია ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრის და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ეროვნული სააგენტოა”.

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”ტოლერანტის” ანგარიში საზოგადოებას
"ტოლერანტი” ყოფილი პატიმრების გადამზადებას იწყებს
ეფექტური კომუნიკაცია
ახალციხეში ამნისტიაზე იმსჯელეს
‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
‘ტოლერანტი’ შშმ პირების უფლებების დაცვას იწყებს