FM97.5 / LIVE

სააპელაციო სასამართლო სახურავის საქმეს იხილავს

მთავარისამართალი 18.03.2016
სახურავის საქმეში მთავარი მსჯავრდებულის საქმეს, ამავე საქმეში ბრალდებულების ქასრაშვილისა და მერაბიშვილის განაჩენი დაურთეს. დღეს, 18 მარტს გურამ ფარცახაშვილი სააპელაციო სასამართლოში შესავალ სიტყვას წაიკითხავს.

სააპელაციო სასამართლო სახურავის საქმეს იხილავს

თბილისის სააპელაციო სასამართლო სახურავის საქმეში მთავარი მსჯავრდებულის გურამ ფაცახაშვილის საქმეს ზეპირი მოსმენით იხილავს. დღეს მეორე სხდომა გაიმართება.

მისი ადვოკატის, ირაკლი ბარძიმაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ ფაცახაშვილის საქმეს, იგივე საქმეში მსჯავრდებულების ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების, მერაბიშვილისა და ქასრაშვილის განაჩენი დაერთო.

„მიუხედავად იმისა, რომ სამივე მათგანი ასპინძის ქუჩაზე 28–ე კორპუსის სახურავის საქმეზე დააკავეს, პროკურორი ამბობდა, მერაბიშვილის და ქასრაშვილის საქმეს ფარცახაშვილის ბრალთან კავშირი არ აქვსო. მაგრამ როცა მოსამართლე ქასრაშვილისა და მერაბიშვილის განაჩენს გაეცნო, თქვა, რომ ეს ერთი და იგივეა და მათი განაჩენი ფარცახაშვილის საქმეს აუცილებლად უნდა დართვოდა“, – ამბობს ბარძიმაძე და ამატებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მერაბიშვილისა და ქასრაშვილის საქმეზე სასამართლომ შეიძლება ითქვას, რომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მისი თქმით, მოსამართლემ სამივე წაყენებულ ბრალში (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურეობრივი სიყალბე, მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება) ქასრაშვილიც გაამართლა და მერაბიშვილიც.

„სამსახურეობრივი სიყალბე სამსახურეობრივ გულგრილობად გადააკვალიფიცირა, ეს კი სხვა რაღაცაა“, – აცხადებს ბარძიმაძე.

იგი დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილისა და ქასრაშვილის განაჩენი ფარცახაშვილის გამართლებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება: „იქ ჩანს რომ სახურავის ფული არავის მოუპარავს და მიუთვისებია“.

შეგახსენებთ, გამოძიება სამშენებლო კომპანია შპს „სამცხე XXI“-ს ხელმძღვანელს გურამ ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხებოდა ახალციხეში, ასპინძის ქუჩა N28–ში მდებარე კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოებს.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში ქ. ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამცხე XXI.”. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, რომლებმაც შეადგინეს ყალბი მონაცემების ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, სადაც არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური მონაცემები, რომლის საფუძველზეც შესრულებულად ნაჩვენები იქნა 54 800 ლარის სამუშაოები, ხოლო ფაქტობრივად კი საწარმოს დირექტორის გიორგი ფარცახაშვილის მიერ მითვისებული იქნა 33 400 ლარი.

ფარცახაშვილს განაჩენი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2015 წლის 19 ნოემბერს გამოუტანეს, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახურავის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა
სახურავის საქმის მთავარ ბრალდებულს 8–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და დარბაზში დააპატიმრეს
გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს
სახურავის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი განაჩენს გაასაჩივრებს
სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში
საფინანსო პოლიცია ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავება