FM97.5 / LIVE

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება

მთავარიეკონომიკა 17.03.2016
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მორიგ სხდომაზე, რომელიც ნინოწმინდაში გაიმართა, რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა 2016 წლისათვის, რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათი სატენდერო პირობების, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ იმსჯელეს.

2016 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 15 600 631 ლარის ღირებულების 38 პროექტი განხორციელდება.

განსაზღვრულია პრიორიტეტები:

გზების რეაბილიტაცია - 30 პროექტი. მის ფარგლებში დაიგება 42 კილომეტრამდე გზა;

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია - 3 ობიექტი. მისი საერთო სიგრძე 20,2 კილომეტრს შეადგენს;
ბაკურიანში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი- 2,9 კილომეტრი.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს მხარის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების, ტროტუარების, სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ახალციხის მერი, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.

აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა გასული წლის 17 დეკემბერს გაიმართა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ნინოწმინდა]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სამხარეო ადმინისტრაციაში დასუფთვებასა და  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
2018 წელს სამცხე–ჯავახეთში, რეგიონული ფონდიდან 19 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება
რეგონული ფონდის თანადაფინანსებით, სამცხე–ჯავახეთში 25 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა ასპინძაში გამართა
სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკურ პოტენციალს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს