FM97.5 / LIVE

ახალციხეში გენდერული ძალადობის შემთხვევებზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 07.12.2012
’ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ქალები და ბავშვები ხდებიან. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს’, - აღნიშნეს შეხვედრაზე, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში მოეწყო

ახალციხეში გენდერული ძალადობის შემთხვევებზე იმსჯელეს
დისკუსია, რომელიც ’დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’, ცენტრის ინიციატივით შედგა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში მოეწყო.

შეხვედრას ძალადობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და ახალციხის მცხოვრებლები, ძირითადად ქალები ესწრებოდნენ. დამსწრეთა შორის მხოლოდ რამდენიმე მამაკაცი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარემ მარინა მოდებაძემ ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამონაკლის შემთხვევებში, ორგანიზაციას მამაკაცებიც მიმართავენ.

- ”სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ქალები და ბავშვები ხდებიან. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს”, - აღნიშნა ფსიქოლოგმა გულიკო ბექაურმა და ძალადობის ფსიქოლოგიურ მხარეზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ფილმიც აჩვენეს, რომელიც ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს” არასამთავრობო ორგანიზაცია ”სახლმა” მიაწოდა. ფილმის ჩვენების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგარძელდა.

- ’შეხვედრები უკვე ჩავატარეთ რუსთავში, მარნეულში გორში და საგარეჯოში’, - აღნიშნა ’დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების’ პროექტის მენეჯერმა ნინო ჟვანიამ. ცენტრებში მომავალ კვირას მსგავსი შეხვედრები თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ბათუმისა და ქუთაისის ’დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში’ გაიმართება.

16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 1991 წლიდან იღებს სათავეს. მისი დაარსების ინიციატორია ’ქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრი’. კამპანია მოიცავს 16 დღეს 25 ნოემბერსა და 10 დეკემბერს შორის. 25 ნოემბერი შერჩეულია, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის, ხოლო 10 დეკემბერი - როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

13.05.2019 ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური შეღავათებითა და წახალისებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2019 რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში

20.05.2019 ნინოწმინდის ხუთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

19.05.2019 ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

18.05.2019 ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია ბორჯომში [Photo]
ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
მეცხრე კლასელებთან ქალზე ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს