FM97.5 / LIVE

ახალციხეში რეგიონში მცხოვრები უმცირესობების პრობლემებზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 16.03.2016
რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და მოქალაქეობის მიღების სირთულეები –დღეს, 16 მარტს, ახალციხეში, სამცხე – ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე იმსჯელეს.

ახალციხეში რეგიონში მცხოვრები უმცირესობების  პრობლემებზე იმსჯელეს

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ორგანიზებით შედგა.

დისკუსიას სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის საბჭოს წევრმა, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ შეკრებილებს უმცირესობების შესახებ საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ნორმები გააცნო. დამსწრეები კი თავიანთ გამოცდილებაზე ყვებოდნენ. უმცირესობები იხსენებდნენ ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს, რაც მათ კონკრეტულად შეეხოთ, არასამთავრობოები კი რეგიონში არსებულ ვითარებასა და მათი სამუშაო გამოცდილების შესახებ საუბრობდნენ.

ადიგენში მცხოვრები მუსლიმის, თეიმურაზ მიქელაძის თქმით, რელიგიურ უმცირესობებს ხშირად აქვთ პრობლემები დასაქმების დროს. შეგახსენებთ, მიქელაძე ადიგენის გამგეობას რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა და სასამართლოშიც იჩივლა, თუმცა პროცესი წააგო.

ახალციხეში რეგიონში მცხოვრები უმცირესობების  პრობლემებზე იმსჯელეს

შეხვედრის მონაწილე ეთნიკური სომხები ამბობდნენ, რომ მათ დისკრიმინაციულად საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ეპყრობიან. მათ ენა არ ესმით, მებაჟეები კი პროცედურებს გასაგებად არ უხსნიან.

ეთნიკური სომხებისა და მუსლიმებისგან განსხვავებით, რეპატრირებულ მესხებს, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ 10–12 წლის წინ დაბრუნდნენ, დღემდე აქვთ მოქალაქეობის პრობლემები. რეპატრიანტი მესხი სარვარ საფაროვი ამბობდა, რომ მან დღემდე ვერ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

„ამ რეგიონში ძირითადი პრობლემები ბოლო პერიოდში გახშირებული დაპირისპირებებია, რომელსაც საფუძვლად უდევს მუსლიმური თემის შევიწროება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგანან მესხი რეპატრიანტები, ისინი ვერ ახერხებენ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას“, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

იგი დარბაზში მყოფ რეპატრირებულ მესხებს დაჰპირდა რომ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან უშაუამდგომლებს.

შეხვედრა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის პროექტის "უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით" ფარგლებში მოეწყო. გიორგი მშვენიერაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად როგორიც არის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რელიგიის თავისუფლების დარღვევის დროს არაადეკვატური და არაეფექტური რეაგირება, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, რელიგიური კონფლიქტების დროს რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა, ქართული ენის არცოდნით გამოწვეული ბარიერები და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე.

საქართველოს კანონმდებლობაზე გავლენის მოხდენაა. იურისტი იმედოვნებს, რომ ამგვარი ჩარევა ქვეყანაში უმცირესობათა უფლებების დაცვას გააუმჯობესებს.

პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში იმართება. ორგანიზაციის პარტნიორები არიან საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციაა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.05.2020 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

27.05.2020 29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 8 ივნისიდან სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

27.05.2020 პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
ტრენინგი ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების გასააქტიურებლად
უფასო იურიდიული მომსახურება რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის  ქალებს
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება
პაატა ზაქარეიშვილი: 'სამცხე-ჯავახეთში ინტეგრაციის პრობლემები კიდევ არსებობს'
ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს